ფლობერი:-მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!!!
დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია.
ზიადელი:-ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას – დედის სიყვარული ქვია…
ჩეხოვი:-თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ.
სენეკა:-ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.
ამიელი:-რწმენა საბუტის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა.
შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის.
ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.
ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.
გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.
პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.
გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
დემოკრიტე:- უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი
შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას.
ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე…
პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება.
მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.
შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი.
ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა.
გოეთე:-სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.
რიხნერი:-ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე,რომელმაც იცის,რომ უნდა მოკვდეს.
ნიცშე:-მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა.
ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.
ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.
თეოფრასტე:-სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა.
ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.
კნიტელი:-ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში.
ლაბრუიერი:-მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს,რაკი მოკვდავნი არიან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев