ორმა გრანდმა ინგლისური ფეხბურთის ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' და ,,არსენალმა'' დაიწყეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული 18 წლის თავდამსხმელისათვის, რომელიც უკვე მოინათლა, როგორც ახალი მაიკლ ოუენი.
მაკსი კლეიტონი გამოდის ინგლისის მეოთხე დივიზიონში ,,კრიუ ალექსანდრეის'' მაისურით და რეგულარულად იძახებენ ნაკრებში, 16 წლის ასაკიდან.
ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Daily Mirror-ი ავრცელებს, ,,მანჩსტერ იუნაიტედი'', ,,ლივერპული'' და ,,ნიუკასლი'' დიდი ხანია აკვირდებიან კლეიტონს, მაგრამ რაც შეეხება ,,არსენალს'' მათ არც თუ ისე დიდი ხანია ინტერესი გამოთქვეს ფორვარდისადმი. მთავარი მწვრთნელს ,,მეთოფეების'' სურს, რომ უკვე 2013 წლის დასაწყისში მაკსი თავის კლუბში იხილოს.
სავარაუდო ღირებულება ახალგაზრდა ფეხბურთელის, რომელმაც ,,კრიუს'' მაისურით ჩაატარა 39-ი შეხვედრა და გაიტანა 4-ი გოლი, ფასდება 10 მილიონ დოლარად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев