ბიგ თაიმ რაშმა გუშინ ორ დაჯილდოვებაში გაიმარჯვა.
KCAArgentina2013-ში Big Time Rush-ი საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად დასახელდა და ისეთ ბოი ბენდებს აჯობა როგორებიც არიან One Direction, The Wanted და ა.შ.
ასევე გუშინ ჩატარდა დაჯილდოვება KCAMexico2013 და ამ დაჯილდოვებაზეც ჯგუფმა კვლავ საუკეთესო ბოი ბენდის ჯილდო მოიპოვა. გუშინ ამ ორმა გამარჯვებამ გამოიწვია თვითერში 5 საათიანი ტრენდი: #CongratsBigTimeRush (გილოცავთ Big Time Rush). ეს ტრენდი 5 საათის განმავლობაში ნომერ პირველ ადგილზე იყო.
ასევე რამდენიმე დღის წინ ბიჭებმა ორ დაჯილდოვებაზე გაიმარჯვეს. ესენია: RCS Awards - ნომინაციაში Top Popular Group (ყველაზე პოპულარული ბოი ბენდი) და 2013 Bravo Otto Awards Germany - ნომინაციაში Best Global Band of 2013 (საუკეთესო 2013 წლის ბენდი მსოფლიოში).
ვულოცავთ ბიჭებს ასეთ წარმატებას და კიდევ უფრო ბევრ ჯილდოს ვუსურვებთ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев