უსაფრთხოება ნებისმიერი ავტომობილის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რაც გადამწყვეტი უნდა იყოს მისი შეძენისას. SUBARU-ს ინჟინრებმა და კონსტრუქტორებმაც ეს მახასიათებელი დააყენეს პირველ ადგილზე, რის გამოც მათმა ავტომობილებმა ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს მრავალრიცხოვანი ქრაშ-ტესტების ჩატარებისას. ამ იაპონური კომპანიის მიერ შექმნილი ყველა კლასის მოდელი დაჯილდოებულია პრიზებით უსაფრთხოების გამო.
SUBARU-ს ავტომობილების შექმნას საფუძვლად უდევს გამოცდებისა და რეალური ავარიების გულდასმითი ანალიზით შემუშავებული კონცეფცია .
SUBARU-ს უსაფრთხოების კონცეფცია შეიცავს დაცვის რამდენიმე დონეს, რომლებიც ითვალისწინებენ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს, მძღოლებსა და მგზავრებს, ფეხით მოსიარულეებს, სხვა ავტომობილების მძღოლებს. ავტომობილის ყველა სისტემა გათვლილია იმაზე, რომ გამოირიცხოს ავარია და აცილებული იყოს მისგან გამომდინარე არასასიამოვნო შედეგები. სალონის ერგონომიკა ისეთია, რომ მძღოლს შეუძლია ძალდაუტანებლად აკვირდებოდეს ყველაფერს ავტომობილის ირგვლივ და შიგნით. შიდა ძელების განლაგება და დიზაინი ხელს არ უშლის ირგვლივ ხედვას, ძარის ზომები კი საშუალებას იძლევა განხორციელდეს რთული მანევრები. ცენტრალური კონსოლი ოდნავ შებრუნებულია მძღოლის სავარძლისაკენ, რათა მუსიკის ან კონდიციონერის ჩართვისას საჭირო არ გახდეს გზისთვის თვალი მცილება.
ავარიული სიტუაციის წარმოშობისას აუცილებელია მომენტალური რეაგირება, დამუხრუჭება, შეჩერება ან დაბრკოლების გვერდის ავლა. სიმძიმის დაბალი ცენტრი და ძრავის სიმეტრიული განლაგება ავტომობილს აძლევს შესანიშნავ მდგრადობას. სრული ამძრაობა – AWD (all wheel drive) აკონტროლებს თითოეული ბორბლის მოჭიდებას გზასთან და თანაბრად ანაწილებს დატვირთვას, რათა ავტომობილი არ მოსრიალდეს.
სისტემა ABS უზრუნველყოფს სწრაფი დამუხრუჭების უსაფრთხოებას, ამასთან მნიშვნელოვნად მცირდება სამუხრუჭე მანძილის სიგრძე. თუ ავარიის აცილება მაინც არ მოხერხდა, აუცილებელია მინიმუმამდე შემცირდეს ავტომობილის მძღოლისა და მგზავრების ტრავმირების შესაძლებლობა. საგანგებოდ შემუშავებული SUBARU –ს ძარის ფორმა ახშობს წინაღობაზე შეჯახებისას წარმოშობილ ძალას და დაუზიანებლად ტოვებს ავტომობილის სალონს. ავტომობილს გარშემორტყმული მაგარი კარკასი იცავს მას პირდაპირი და გვერდითი დარტყმებისაგან, ავტომობილის გადაბრუნებისას. დაბალ პოზიციაში მდგარი ძრავა წინაღობასთან შეჯახებისას ძირს ვარდება, რითაც არ იწვევს მგზავრთა ფეხების დაზიანებას. ავტომობილის ძარაზე განლაგებული მოწყობილობები რეაგირებენ შეჯახებისას და ბერავენ უსაფრთხოების ბალიშებს. SUBARU –ს თანამედროვე მოდელების სტანდარტულ დაკომპლექტებაში შედის ბალიშები მძღოლისა და ყველა მგზავრისათვის, აგრეთვე გვერდითი ფარდები
უსაფრთხოების ღვედები წინასწარ დამჭიმებით აფიქსირებენ სხეულს ბალიშების ამოქმედებისას, რათა სხეულმა მათგან დამატებითი ტრამვა არ მიიღოს. ქრაშ-ტესტებმა, რომელსაც გადის SUBARU –ს ყოველი ახალი ავტომობილი, აჩვენეს ამ სისტემათა მოქმედების ჩინებული შედეგები. სადღეისოდ ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია, რაც კი ავტომობილების მშენებლობებში გამოიყენება.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев