დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ, თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები, მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა, მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი. შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ, მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით, ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს, ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები. შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე, რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი, რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე, რომ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები
ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა, ტკივილიანი ცრემლები ცრიან. ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით, ანდა შევხვდებით ძალიან გვიან. ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს, გული იმედებს კვლავ ჩაისახავს, მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო, ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ! სანამ მიშფოთებს სულს მოგონება, სანამ ბოროტი ქარები ქრიან და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით, იქნება უკვე ძალიან გვიან..
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 6
შემოდგომის აივანზე ფოთოლცვენა იდგა...
სიყვარულის ყვავილების სურნელებით მთვრალი...
გრბნობა, ფიქრებს მიმოფანტულს, მოლოდინის ხიდთან
აგროვებდა თაიგულში ოცნებების ქარით...
თმას ლერწამში გამოხვეულს.იხუტებდა გულში...
მოფარფატე სურნელებით...ფიქრით სიყვარულში...
მოლოდინში ჩაკარგული,თვალცქრიალი ფერთა...
შემოდგომის ფოთოლცვენა....შეყვარებულ ხეთა...
სიყვარულის აივანზე ფოთოლცვენა იდგა....
მონატრება უცნაური...ამაყი და გულქვა...
აივანმა ფოთოლცვენას გიყვარვარო????....კითხა...
მიყვარხარო....მიყვარხარო...ფოთოლცვენამ უთხრა..
ფიქრს შეეხო მოლივლივეს სხივით განბნეულით...
სისათუთით მოეფერა გრძნობას გული თითქოს...
აივანზე შემოდგომა იდგა დაბნეული....
დაბნეული სიყვარული მოფერებას ითხოვს!!
დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ,
თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები,
მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა,
მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი.
შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ,
მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით,
ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს,
ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები.
შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე,
რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი,
რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე,
რომ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები
გკარგავ იმ პირობით მხოლოდ,
რომ სულ უნდა იყო კარგად…
შენც არ დაგიმსხვრიო ბოლო
ჩემი სიყვარულის მსგავსად…
განა არ მიყვარხარ ახლა?
განა უშენობა მომწონს?
მაგრამ ვეგუები ამბავს
სადაც დასასრული მოწმობს.
სადაც სიყვარული დარდთან
ისევ ძველებურად ომობს,
სადაც რეალობის განცდაც
უკვე დაუკარგავს გოგოს.
სულში ზამთარია… მაგრამ
მე შენს გაზაფხულზე ვბრძოლობ
და თუ დღეს წავედი….ხვალაც
უფალს უშენობას მოვთხოვ.
და ეს სიყვარული მარად
გულში კვლავ იფეთქებს…ოღონდ
მხოლოდ სიკვდილის წინ… მართლაც
ერთ ტკბილ,( ჩახუტებას) მოგთხოვ..
ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან..
.
როგორ მიყვარ ხაარ იცი? აი ასეე... გუულიით და სულიით.....
მიყვარხარ!
-––––––––––––-გკოცნი