Предыдущая публикация
. .
როცა გტკენენ,მაშინ სულ არ ედარდებით,
მაშინ სულ არ ეფიქრებათ შენი გული.
საქციელი-ჩვენივ გრძნობის სამხილია,
საქციელში-იკითხება დაფარული...
როცა გტკენენ,გონიათ რომ დაივიწყებ,
გაუგიათ,-დრო ყველაფრის მკურნალია...
არაფერიც! დრომ მიჩვევა იცის მხოლოდ,
დარდი ისევ დარდია და,მწუხარეა...
შეიცვლები,ვერ გიცნობენ ხასიათით
და გკითხავენ: "ასე როდის შეიცვალე"?!
-ალბათ მაშინ,როცა გულზე გაიარეს...
როცა დიდი სიძლიერე დაიბრალე...
როცა გტკენენ-იცინიან,შენ კი ტირი.
და ამ ცრემლებს მიაქვს შენგან ძველი სახე...
შეიცვლები,აბა როგორ...შეიცვლები...
როცა დიდი გულისტკენა გადალახე...
/ია ნანეიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев