"ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია,მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების, სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა.სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშაველის სიმდაბლის ნიშანია.ფშაველი ამასთანავე ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის. მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროსტარება, სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია.
ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია,ამასთანავე ფშაველი შარიანი და მოჩხუბარნიც არ არიან და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მელექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშაველებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა,ასეთ პირსაც პატივს სცემენ."
ვახუშტი ბაგრატიონი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1