გეტყვი ნეტა რამდენ რამეს...
გეტყვი: როგორ მენატრები
როგორ ვუმხელ ფიქრებს ღამეს...
ზოგჯერ როგორ ტკივა გრძნობებს
უშენობა როგორ მიმძიმს
საათს როგორ ვებუტები
ისრები რომ აღარ იძვრის...
გეტყვი: როგორ ფორიაქობს
რამდენ კითხვას მისვამს გული
როგორა ვარ მონაცრისფრო
ოცნებებში ჩაკარგული...
სულში როგორ ბობოქრობს და
უშენობას გლოვობს სევდა
ზოგჯერ როგორ ირეოდა
ჩემთან ერთად რომ ათევდა...
მთვარე გრძნეულს დაემსგავსა
და აგროვებს თითქოს ჭორებს
ზოგჯერ შენთან მაახლოვებს
ზოგჯერ კიდე სულ მაშორებს...
თავს ვერ ვმართავ... ვერ ვერევი...
მგონი უკვე შევიშლები...
ტკივილს წვეთ-წვეთ ვაგროვებ და
ვშიშობ აღარც შევიცვლები...
....თუმცა...იქნებ მოვა დრო და
სევდა ისევ ალაგდება...
გრძნობებს მადლი მოეწევა
ყველაფერი დალაგდება...
ვნება ისევ გახელდება
გულის პულსი ავარდება...
ისევ ისე დავწერთ რომანს
არასდროს რომ არ მთავრდება...
/ლია ენისლელი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6