ARCERTI QARTVELI SAMSHOBLOSGAN DASHOREBULI!
ძვირფასო თანამემამულენო, საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ოგანიზაციის "მომავალს" ეგიდით ქ. ბათუმში იხსნება "ემიგრაციისა და მუჰაჯირ ქართველთა მუზეუმი", რომლის მიზანია საქართველოდან ადრეულ თუ თანამედროვე პერიოდში წასულ ქართველთა, მათ შთამომავალთა სამშობლოსთან დაახლოება და აცერთი ქართველის დაკარგვა. ისტორიული ქარტეხილების შედეგად მილიონობით ქართველი, მათი შთამომავლობა სამშობლოს მოწყვეტილია და ჩვენი პლანეტის სხვადსხვა ქვეყანაში მოღვაწეობს. აქედან გამომდინარე, მუზეუმის უმთავრესი მისიაა მათი საქართველოსთან მჭიდრო დაახლოება და ურთიერთკავშირების დამყარებაა, მათი წარმოჩენა სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. ყველას, ვინც ემიგრანტია, ვისაც აქვს ურთიერთობა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. ერთად შევინარჩუნოთ ქართველობა! პატივისცემით, პროექტის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის პრეზიდენტი: ზაურ გოგიტიძე. ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 3/2. ტელ. (+995) 422 22 40 99; მობ.: +995 557 00 90 70. ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდი: tofuture.org ojakhi.ge e-mail: gvarishviloba@gmail.com
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев