მომზადების წესი:
ავიღოთ 8 კვერცხი და განვაცალკეოთ გულები და ცილები. გულებს დავამატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ. დავამატოთ ცალკე ამოყვანილი 250 გრ. კარაქი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით+2 ს/კ თაფლი+ვანილი+1,5 ჭიქა დაფქვილი თხილი (მოხალული) + დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი (ან ცოტა მეტი). თუ დიდ საცხობ ფირფიტაზე გამოცხობა გვინდა, მაშინ ცომს გავყოფთ 3 ნაწილად - მე საშუალო ზომის მრგვალ ფორმაზე გამოვაცხვე და 5 ფენა გავაკეთე.
მოვამზადოთ ბეზე:
კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი.ფორმაზე წავუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვათავსოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელით თანაბრად გავანაწილოთ), გადავუსვათ ბეზე და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.
ასევე ვაცხობთ დანარჩენ ფირფიტებსაც.
კრემი:
350-400 გრ კარაქი, 2 მოხარშული სგუშონი, 2 შეკვრა ვანილი და ყავა გემოვნებით. მე ფენებს შორის წავუსვი კრემი, ხოლო ზედა ფენას მოვასხი გამდნარი შოკოლადი. გარედან დავფარე თხლად დაჭრილი მოხალული ნუშით.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев