ეგოისტ და შურიან არსებად შემრაცხა რადგან მე დავინახე თქვენში ის რაც მან ვერ დაინახა, ვთხოვდი ვემუდარებოდი, მაგრამ ნაცვლად მოსმენისა ხელი მკრა, უარმყო საკუთარი სისხლი და ხორცი და რის გამო? თქვენს გამო? რომლებიც ყოველ ავსა თუ გახრწნილობას მე მაბრალებეთ, თითქოს მე გიჩნდებით, მე გაცდუნებთ რათა თქვენს სულებს დავეპატრონო! ოო როგორ ცდებით ნეტავ იცოდეთ, არაფერში არ მჭირდება თქვენი გახრწნილი, აქოთებული სულები! მიმიფურთხებია თქვენი "სუფთა" სულებისთვის!
ბრმანი იყავით და ბრმანი დარჩებით!
მუნჯი იყავით და მუნჯნი დარჩებით!
უვიცნი იყავით და უვიცნი დარჩებით!
მე მაბრალებთ თითქოს მე ვიყო დამნაშავე ყოველ უბედურებაში რაც თავს დაგატყდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში მაგრამ დაფიქრებულხართ კი რა იყო რეალურად მიზეზი ამ ყველაფრისა? მაშ ნება მომეცით მოგიყვეთ პატარა ისტორია თუ როგორ გაინადგურეთ საკუთარი ხელებით საკუთარი თავები:
ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სიცარიელე არსებობდა, ექვს დღეში შექმნა საოცრება საოცრებათა შორის, ხოლო დღე მეშვიდესა ეს საოცრება გადასცა პირველებს, მან მისცა უფლება ეცხოვრათ იქ სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. სანაცვლოდ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა წესის დაცვა ითხოვა!
დაარღვიეთ! და ესეც მე მომაწერეთ, იმასაც კი ვერ მიხვდენ რომ ეს გამოცდა იყო და მათი ამ უგუნური საქცელით შვეს "ცდუნებაი".
გავიდა ხანი და პირველებს ორი ვაჟი გაუჩნდათ, ხაროვდა ის მათით და მასთან ერთად მეც ვხარობდი, ყველაფრის მიუხედავად მე არ მძულდნენ, პირიქით პატივს ვცემდი მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვრჩებოდი. მეორედ გაუცრუეს იმედი, ვერ გაირეს მეორედაც გამოცდა და მათი წყალობით იშვა "შური".
შემდეგი იყო "მრუშობა", "სიხარბე","სიზარმაცე","მრისხანება","გაუმაძღრობა"
და ეს ყველაფერი ურცხვად მე მომაწერეთ, თითქოსდა მე ვშვი ყველა ეს! ველაფერზე ხართ წამსვლელები ოღონდაც საკუთარი შეცდომები გაამართლოთ!
თქვენ გქონდა ყველაფერი რაც შეძლებოდა რომ გენატრათ, შეგეძლოთ გეცხოვრათ სრულ ჰარმონიაში, მაგრამ ნაცვლად ამისა თქვენ შექმენით ცრუ ღმერთები, დაიყავით, ერთმანეთის განსხვავება დაიწყეთ. უხსოვარი დროიდან მხოლოდ ერთმანეთს ხოცავდით, რამდენჯერ შეგიღებავთ წითლად მდინარეები რომელებიც უმანკონი იყვნენ თქვენამდე! რამდეჯერ შებღავლეთ მისი სახელი რომელმაც გიბოძათ ეს ყველაფერი თქვენ კი ათასი მანქანა გამოიგონეთ მისი განადგურებისთვის! ურცხვად ამოფარებულნი მის სახელს სასაკლაოს აწყობდით! ანადგურებდით და მიწასთან ასწორებდით, ხოცავდით და აუპატიურებდით, ძარცვავდით და ანგრევდით ყველას და ყველაფერს ვინც მას არ იცნობდა. საკუთარი ხელით აგყავდათ მის სიმაღლეზე მეფენი თქვენი და თქვენვე სჭრიდით ყელს რათა მისი ადგილი დაგეკავებინათ. ეს არ იკმარედ და ძმაი ჩემი, სისხლი და ხორცი ჩემი თვითმარქვიად შერაცხეთ და როგორც ავაზაკი ისე აცვით ჯვარს! და ამის მერე ლოცვა აღავლინეთ ტაძარში.
ბრმანი იყავით და ბრმანი დარჩებით!
დაივიწყეთ ენაი თქვენი საერთო და შეჰქმენთ ასობით ენაი რათა განდგომოდით ერთ-ურთს! საზღვრები გაივლეთ მაგრამ მაინც მშიერნი დარჩით! ისევ მას იყენებდით რათა ერთმანეთიშვის უფრო მეტი წაგერთმიათ! მითხარით რამდენი ერი გაანადგურეთ მის სახელს ამოფარებულნი? რამდენი სიცოცხლე მოსპეთ რათა თქვენი მუცლები ამოგევსოთ? მაგრამ დღეს ისეთივე მშივრები ხართ როცა პირველად!
მშივრები იყავით და მშივრები დარჩებით!
დაივიწყეთ რომ მოკვდავები ხართ, ისე ცხოვრობთ თითქოს უკვდავების წყალი შეგესვათ თითეულ თქვენთაგანს და აღარასდროს მოკვდებით! გაბედეთ და საკუთარი თავები მის ადგილას დააყენეთ, ერთმანეთს კიცხავთ თითქოს თქვენი შექმნილი იყოს! დაივიწყეთ რომ საბოლოოდ განკითხულნი თქვენ იქნებით როცა მის წინაშე წარსგებით!
მე მომაწერეთ ყოველი თქვენი "საქმენი საგმირონი" რათა საკუთარი ქმედებები გაგემართლებინათ. მე გამხადეთ არსებად რომელსაც ერთი სული აქ თქვენს ბინძურ სულებს როდის შთანქავს! თქვენ კი წარმოდგენაც კი არ გაქვთ ყოველი თქვენი სული რომელიც ჩემთან ხვდება თუ რამხელა თკივლს მაყენებს! ცოდნა იმისა თუ რამდენჯერ გაუცრუეთ იმედები მას ვინც გაჩუქათ მთელი თავისი სიყვარული, მას ვისი ძეც უმოწყალოთ გაყიდეთ და ჯვარს აცვით, მას ვისი სამყაროც მიწასთან გაასწორეთ და ამის მერე ბედავთ და მე გამოგყავართ ბოროტთა ბოროტი? ბედავთ და მიწოდებთ ცოდვანთა წარმომშობს? მე რომელიც წინასწარ ვხვდებოდი თუ რაოდენ საცოდავნი და საშინელნი იყავით და ვდილობდი მისთვის ეს დამენახებინა! მან თქვენ გარჩიათ, სისხლი და ხორცი კი უკუაგდო! თქვენ გარჩიათ რათა მტელი თავისი თავი თქვენთვის მოეძღვნა თქვენ კი რა ჰქმენით? ერთმანეთი გაანადგურეთ! ადამიანობის ნიშან წყალიც კი არ შეგრჩათ! თქვენსავე შობილ ცოდვებში ცხოვრობთ და იცხოვრებთ ასე!
უვიცნი იყავით და უვიცნი დარჩებით! ** - #ამონარიდი ლუციფერის დღიურიდან .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев