თან მთვრალი ვარ,გახეთქილი,წეღან ვცეცხლე "ბადაგონი"
კარტოფილს წვავს ჩემი ცოლი,ჯერ არ იცის რომ ვარ მთვრალი
მეც "კურიერს"ვუსმენ წყნარად,მწვავს სასმელის ცხელი ალი.
ვუსმენ,მაგრამ რა აზრი აქვს,ცუდი ინფორმაციები:
"მოკლეს,მოკვდა,ააფეთქეს,გადაგვარდა ნაციები,
სტიქიაა,ხანძარია,მოიპარეს მანქანები
გაიხადა ანრიმ კლიპში,გაახარა მან ფანები"
ოხვრით ვუმზერ ცისფერ ეკრანს,ზეზეულად ვეწამები
"კურიერი" ისვენებს და ეთერშია რეკლამები.
თავი მტკივა,რამისაა გადამეწვას საფეთქელი
ვიღაც ხარობს:"საფენები გამოვიდა უფრო თხელი"
სადღაც ერთი მეფე ცხოვრობს,ზუსტი გვარი მეც არ ვიცი
რაღა გვიჭირს,დღეს ტვალეტში მარტო მიდის მისი პრინცი.
მე მინდა,რომ ჩემი კალმით რეკლამები ვაკრიტიკო
თუმც იწყება "კურიერი" და გაგვაცნობს ამინდს დიკო.
ისევ ყინვა,ისევ წვიმა,აღარ მინდა,დავიღალე
ამ ამინდის გადამკიდე გავგიჟდები ალბათ მალე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев