Предыдущая публикация
მსურს სიყვარულის ხანძარი ვზიდო.
რა ვქნა მითხარი,რა გზას ვეწიო?!
აღმართულია ჩვენს შორის მთები,
მითხარ ძვირფასო როგორ გეწვიო,
როგორ დავძლიო ეს მთა და ზღვები.
იქნებ საშველი შენი მოსვლაა,
შენი სტუმრობა ამ შენს პოეტთან,
იქნებ საშველი შენი ლოცვაა,
რომ გზა გაგვეხსნას ორთავეს ბედთან.
იქნებ ამ გზაზე მზეც დაგვემგზავროს,
წამოგვყვეს მაყრად ლამაზ სიმღერით,
და სიყვარულიც იმან გვახაროს,
-მინდა ვტკბებოდე სულ შენი ცქერით.
იქნებ ღამის მგზავრთ მთვარეც წამოგვყვეს,
და გაგვინათოს უკუნი ბნელი,
იქნებ მშველელად გაცოცხლდეს ცოტნე,
ცხოვრებაც გახდეს კეთილ-დღეგრძელი.
-მოდი მოსინჯე ჩემთან სტუმრობა,
ეგებ შედეგი მართლაც მივიღოთ,
ეგ სულ არ არის კარგო ხუმრობა,
მსურს სიყვარულის ხანძარი ვზიდო.
06.12.2020.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев