Предыдущая публикация
ტრფობის ზღვა
მე ვნახე შენი თვალთა გიზგიზი,
ვნახე გრძნობებით აბობოქრება,
მიყვარდა შენი სიცილ-კისკისი,
შენი სიმღერა,-ტკბილი ოცნება.
მე ვნახე შენში სიცოცხლე სავსე,
ემოციებით მღელვარე გული,
მეგობრობის და სიკეთის მაცნე,
ვით ოკეანე აღელვებული.
მე ის მიწვევდა ტრფობის ზღვისაკენ,
მარადიული სიყვარულისკენ,
როგორც ირმები გარბიან მთისკენ,
ანდა გედები მშვენიერ ცისკენ.
ო, მაპატიე ჩემო ძვირფასო,
მინდოდა შენთვის მამრის პასუხი,
თუმცა ის გრძნობა ღვთიური მათრობს,
შენთვის ვარ ტურფავ აბჯარასხმული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев