გარეთ წვიმს, ეს წვიმა ერთმანეთს სივრცეში გვაერთებს,
წვეთივით ორთქლდება, შეგრძნება ორიდან ერთამდე.
მე შენი სათქმელი უბრალო, სტროფებად გავრითმე
და ეს გზა როდისმე, ორივეს მიგვიყვანს ღმერთამდე...
მე მარტო არა ვარ, თუ ვიცი, რომ სადღაც შენა ხარ,
მაშინაც არ მტოვებ, უჩემოდ, როდესაც მიდიხარ...
ხომ ხედავ, კარგია წვიმების უღრუბლოდ შენახვა,
ხანდახან მბეზრდები და ისევ, საშინლად მინდიხარ...
რაინდი, არა ხარ და მაინც მოჰგავხარ ლამანჩელს...
დაგღალა, ცხოვრებამ, ქარის წისქვილებთან ბრძოლაში,
შენ ახლა ან მომკლავ ან სულაც უბრალოდ დამარჩენ,
დამტოვებ გახვეულს გრძნობების საოცარ ოლარში...
მე შენი სათქმელი, სიტყვები, ლექსებად გავრითმე.
ხანდახან მინდება წვიმების უღრუბლოდ შენახვა..
გარეთ წვიმს, ეს წვიმა, ერთმანეთს სივრცეში გვაერთებს,
მე ვწერ და... ლექსების, "მუზა და ავტორი" შენა ხარ....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев