Предыдущая публикация
ანგელოზია უთვალავი ფრთით,
ლოცვა მოისხა ბაღმა ყინწვისის,
აფთარის ლანდით შუაღამე კრთის.
მკერდზე ტერფებით დამადგა ნისლი,
ნუთუ ვიღაცა ჩემზე ლოცულობს,
თითქოს ვარსკვლავიც ნაპერწკალისთვის
ცის ნაპირს ითხოვს, რომ შემოცუროს.
სამყაროს ბოლოც, სამყაროს საწყისს
შეხვედრის ადგილს ყინწვისთან უდებს,
დღეს ქარი ჩადგა, დღეს უკვე არ წვიმს,
დღეს ფრთების შრიალს ყური მივუგდე
და ფრთებთან ერთად აფთარის კვნესამ
არც დააყოვნა, უღრანში ატყდა,
ღამემ წიწვებით მთვარე აკემსა,
მზეს შეუღრინა, მზე კი ბრმას ჰგავდა.
ანგელოზია, როგორც სინდისი,
ყინწვისის მპოვნელს ნეტავ რას მიზამს,
რომ მისი ხილვის დღეს გავხდი ღირსი
გააფთრებული შუაღამისას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев