Предыдущая публикация
ახლა მივდივარ და შენზე ვფიქრობ
ცრემლი მაწვება სევდიან თვალზე
წარსულის ხსოვნით მუდამ შენ გხედავ
შენ რომ მჩუქნიდი პატარა ვარდებს
შენი დაკარგვით გამოწვეული
სიმარტოვე და ტკივილი ჩემი
შენ რომ გიმზერდი ვიხსენებ იმ წლებს
ასე ძალიან მე რომ მიყვარდი
ამ სიყვარულსაც არა აქვს ბოლო
ბოლო რომელიც მუდამ გელოდა
და აიხდინა ოცნება მანაც
მე კი დამტოვა მდუმარედ სადღაც
შორს გავქცეულვარ მაგრამ ამაოდ
მუდამ გხედავდი შენზე ვფიქრობდი
ანგელოზივით მელანდებოდი
და რომ მიყვარდი ამას ხვდებოდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев