Предыдущая публикация
გავიხსენებ როგორ გწერდი ბარათებს,
ყოველდღე მკვდარმა რაღა ვუშველო,
საათებივით ვყრიდი კამათლებს.
დღეს ისევ ისე გაავსეს მთვარე,
მე კი გამზრალი ვიდექ ჭიუხვად,
შემოჰყინვია ცრემლები თვალებს,
რომ ლექსებს მეტად ვეღარ მიუხვალ.
რადგან მე გტოვებ გამთენიისას,
როგორც ვარსკვლავებს ტოვებს ეს მთვარე,
მზე შენს ცრემლებსაც ღმერთთან მიიტანს,
რომ გზებზე აღარ შემოგეყარე.
მივდივარ...თუმცა რატომღაც ვიცდი,
ღამეებივით ჩაგიბუნდდები,
თუკი გამიშვი? მოვკვდები ვიცი,
მაგრამ არასდროს დაგიბრუნდები.
http://www.youtube.com/watch?v=YvDO-x7G_0A&feature=youtu.beდავიგვიანე ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев