ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში XVII ს. II ნახევარში გადმოსახლებულან იარაჯულები. ისინი XVIII ს. I მეოთხედის აღწერაში ზემო თიანეთში მოიხსენიებიან [110, გვ. 40]. იარაჯულების წინაპრები ხევსურეთში არაბულები ყოფილან. ხევსურეთიდან იმავე პერიოდში გადმოსახლებულან, აგრეთვე, ზარიძეები, რომელთა ადრინდელი გვარია ხორნაული. ძირად ხორნაულ-ზარიძეები იყვნენ ერწო-თიანეთის სოფლებში მოსახლე სხვა გვარებიც: ჩიტაურები, ცალუღელაშვილები, ჯამაგიძეები, კოკოზაშვილები, ბოდავლები, ცალხელიშვილები. ჩამოთვლილ გვართა წინაპრები სალოცავად ფშავის სოფ. კაწალხევში დადიოდნენ, სადაც ხორნაულები ხევსურეთიდან იყვნენ გადმოსული, სალოცავ მინდორჯვარში, რომლის ნიშადაც თვლიან არაგვის ხეობის მთისწინეთში სოფ. ბოდავის სალოცავებს და ზემო თიანეთში სოფ. ჩიტაურთკარში არსებულ ე. წ. „ჩიტაურთ ხატს“.
XVII ს. ხევსურეთიდან ჩამოსახლებულან სამხარაულები, რომლებიც თიანეთში რამდენიმე კომლის რაოდენობით მოიხსენიებიან XVIII ს. პირველი მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში [110, გვ. 38, 40]. ხევსურეთიდან გადმოსახლებული სამხარაულების ძირი გვარი ჯამარაული ყოფილა. დღეს სამხარაულები ძირითადად გარე კახეთის სოფელ სართიჭალაში მოსახლეობენ. ზემო თიანეთში ფილაურები გადმოსახლებული არიან ხევსურეთის სოფ. ხახმატიდან და განაყრები არიან ხახმატელი და ბისოელი ალუდაურებისა და ქეთელაურებისა, სადაც ეხლაცაა შემორჩენილი ტოპონიმი „ფილაურთ ნასადგომრები“. აქედან მათი ნაწილი გარე კახეთის სოფ. კაკაბეთში გადასახლებულა. ფილაურების თიანეთში მოსახლეობაზე დოკუმენტიც მიუთითებს: XVIII ს. I მეოთხედის ჟალეთის (სიონი ჟალეთის „ქვეყანაში“ შედიოდა, რომელიც ერწოსა და თიანეთს შორის არსებობდა) აღწერაში მოხსენიებულია ვინმე „ფილაური ხაბაზი“ [110, გვ. 47].
XVIII ს. ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში ჩამოსახლებულან გონჯილაშვილ-მოსიაშვილები, სულხანიშვილები, პატურაშვილები, უშიკიშვილები, თურქიაშვილები, სისაურები... ყველა დასახელებულ გვარს ლიქოკიდან გადმოსახლებულად მიაჩნია თავი და ადრინდელ გვარად სისაურს (ლიქოკელს) ასახელებენ, რის დამადასტურებელი ისიც არის, რომ ჩამოთვლილი გვარების სალოცავი იყო „ხმალა“. XVII ს. ხევსურეთიდან თიანეთში საცხოვრებლად მოსულან ფაშურიშვილების წინაპრები. XVIII ს. პირველი მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში თიანეთში ორი კომლი „ფაშური“ მოიხსენიება [110, გვ. 39]. ფაშურიშვილები თავიანთ ადრინდელ გვარად ფიცხელაურს ასახელებენ. ფიცხელაურები ყოფილან, აგრეთვე, თიანეთში მოსახლე ბერიკაშვილების წინაპრებიც. ისინი ხევსურეთის სოფ. ბაცალიგოდან XIX ს. პირველ ნახევარში გადმოსახლებულან.
XIX ს. I ნახევარში ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში საცხოვრებლად გადმოსულან: თოთიაურები, იდუკაშვილები, ფარეშიშვილები (სოფ. გორანა), რომელთა თავდაპირველი გვარია ჭინჭარაული; ერთი მამისგან მომდინარეობენ და ძმებმა: თოთიამ, იდუკამ და ფარეშამ დაუდეს საფუძველი. ჭინჭარაულობასვე ამბობენ სოფ. ჭურჭელაურებში მოსახლე ხიბლაშვილები (სალოცავი - გუდანის ჯვარი), რომლებიც აქ XIX ს. I ნახევარში დასახლებულან. XIX ს. დასაწყისში ერწოში საცხოვრებლად მოვიდნენ სუხიაშვილები, რომლებიც 1843 წ. საოჯახო სიებში მოიხსენიებიან [1, № 1947 და 2042]. ეთნოგრაფიული მონაცემებით სუხიაშვილების ძირი-გვარია ჭინჭარაული. ერწოში სუხიაშვილები უშუალოდ არაგვის ხეობის ბარის სოფ. ბიწმენდიდან გადმოსახლებულან. აქ კი სუხიაშვილის წინაპარი უფრო ადრე, XVIII ს-ში, იყო ხევსურეთიდან მოსული.
ყორიაულები ერწო-თიანეთის სოფლებში პირველად 1842-1843 წლების საოჯახო სიებში გვხვდებიან. გადმოსახლებული არიან ხევსურეთის სოფ. ხახმატიდან. 1843 წ. საოჯახო სიების მიხედვით ერწოს სოფ. გორანის მცხოვრებლებად პირველად მოიხსენიებიან ჭინჭარაულები.
XIX ს. დასაწყისში თიანეთის მცხოვრებლებად გვევლინებიან დავითაშვილები [26, გვ. 144]. თიანეთის სოფ. გოჯიანებში მოსახლე დავითაშვილები ძირად ხევსურები არიან: „ ჩვენი მამა-პაპა ყოფილა ხევსურეთში - შატილში. წამოსულან ბარისაკენ. შატილში გვარად ჯალაბაურები ყოფილან. ერთ ძმას რქმევია მისრია, მეორეს - დავითა. მისრია ფშავლებთან მისულა და მისრიაშვილად დაწერილა. ჩვენ კი დავითის სახელის მიხედვით დავითაშვილზე დავწერილვართ და თიანეთში დავსახლებულვართ. რაც ხევსურეთიდან გადმოსახლებულა ჩვენი წინაპარი, დიდი ხნის საქმეა ეგა“ - გადმოგვცემს მთხრობელი. დავითაშვილების ხევსურეთიდან თიანეთში გადმოსახლების მიზეზი მესისხლეობა ყოფილა [125, გვ.35]. მისრიაშვილების ხევსურეთის სოფ. შატილიდან გადმოსახლების შესახებ გადმოცემა ფშავშიცაა დამოწმებული [68, გვ. 8-9]. იმავე ლეგენდის თანახმად შატილელი ჯალაბაურები გუდამაყარშიც გადასახლებულან [68, გვ. 10]. თუმცა, აღნიშნული გვარის წარმოშობის შესახებ სხვა გადმოცემაც არსებობს. მისრია მისრელის მოყვანა ფშავში თამარ მეფეს უკავშირდება [68, გვ. 85].
ხევსურეთიდან XVII-XVIIIსს. ერწო თიანეთში მოსახლეობის გადასახლება ჩანს არა მარტო იმდროინდელი ხალხის აღწერისა და ეთნოგრაფიული მასალების შეჯერებით, არამედ იქიდანაც, რომ XVIII ს_ის I მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში მრავალს მიწერილი აქვს „ხევსური“ მაგალითად, თიანეთის სოფელ თანგანთკარში მითითებულია სამი კომლი „ხევსური“: „ხევსური თანგიაშვილი“, „ხევსური იობა“, „ხევსური მამუკელა“; თვალივს - „ხევსური მინდია“: თიანეთს - „შუშანა ხევსური“ და „ხევსური ბერი ბოგანო“; წიაბეთს - „ხესური ციხელა“. იგივე შეიძლება ითქვას ერწო-თიანეთში მიგრირებული ფშავლების შესახებაც. იმავე აღწერაში გვხვდება, მაგალითად, „ფშაველი გამახარე“ [110, გვ. 39, 41 – 47, 49, 84].
ერწო-თიანეთში მოსახლეობის მოძრაობას XVIII ს. და XIX ს. I ნახევარში მოწმობს ხიზნების, ბოგანოების სიმრავლე. 1801-1802 წწ. ერწო-თიანეთის აღწერაში 64 კომლი ხიზანი ითვლება. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ XVIII ს. I მეოთხედის მოსახლეობის აღწერაში ერწო-თიანეთში მრავალჯერ ვხვდებით ისეთ სოციალურ ტერმინს, როგორიცაა „ბოგანო“. უნდა აღვნიშნოთ, რომ ხიზნობა მიგრაციული პროცესების შესწავლას უკავშირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ, რომ ეს საკითხი თავისი სოციალურ-ეონომიკური და პოლიტიკური შინაარსით თვალსაჩინოა და ქართულ ისტორიოგრაფიაში საგანგებოდ სწავლობენ, ამდენად იგი მსჯელობის საგნად აღარ გავხადეთ. სამეცნიერო ლიტერატურით ცნობილია, რომ ხიზანთა რაოდენობის ზრდა მიმდინარეობდა არა მარტო გლეხობის სხვა თანრიგიდან ამ კატეგორიაში გადასვლით, არამედ მთიდან მოსახლეობის ჩამოსვლითაც [78, გვ. 54]. ძირითადად აღნიშნული კატეგორიის გლეხების (ხიზნების) მთიდან მთისწინეთსა და ბარში დასახლების შედეგად XIX ს. II ნახევარში გორის მაზრაში 100-მდე სოფელი შექმნილა [78, გვ. 184].
ხევსურეთიდან ჩამოსახლებულები ბასილაურები საკმაო რაოდენობით მოსახლეობდნენ სოფ. კვირიისხევში. მათი მიგრაციაგრძელდებოდა XIX ს. II ნახევარში. მაგალითად, ამღიდან 1866 წ. საცხოვრებლად მოსულა ბასილაურების ორი ოჯახი [3, № 273]. „ბასილაურები არხოტიდან ვართ, სოფ. ამღიდან. ბასილაურები ძირითადად წიკლაურები ვართ. ეხლა ჩვენი ბიძაშვილები წიკლაურები აქ არიან, ნამდვილი ბიძაშვილები. ხატობა ერთად გვაქვს. ჩვენი მამა-პაპანი როცა ჩამოვიდნენ პირველად ხევსოფელში დასახლდნენ. ხევსოფელში მეტწილად სულ ხევსურები იყვნენ. მერე მანდედან პაპაჩემი, მამაჩემის მამა-ბეწინიკა კვირიისხევში გადმოდიოდა გუდებითიდა გაჰქონდა პანტა-მაჟალო ზამთრისათვის საჭმელად. მერე ამდგარა და უთქვია, რაღა იქიდან ვზიდო ზურგითო, გავიდეთ და იქ დავსახლდეთო. გამოსულან და აქ ცარიელა ადგილზე დამდგარან. გამოჰყოლიან თავის საგვარეულო წიკლაურები და ბასილაურები“ (შ. თ. ბასილაური, 71 წლის, სოფ. კვირიისხევი, 1974 წ.). ხევსურეთიდან კვირიისხევში 1865 წ.ჩამოსახლებულა ერთი ოჯახი გიგაური, 1866 წ. კი არაბული [3, № 273]. კვირიისხევში მოსული ხევსურები საბატონო მიწ
...Ещё
ხევსურეთიდან ჩამოსახლებულები ბასილაურები საკმაო რაოდენობით მოსახლეობდნენ სოფ. კვირიისხევში. მათი მიგრაციაგრძელდებოდა XIX ს. II ნახევარში. მაგალითად, ამღიდან 1866 წ. საცხოვრებლად მოსულა ბასილაურების ორი ოჯახი [3, № 273]. „ბასილაურები არხოტიდან ვართ, სოფ. ამღიდან. ბასილაურები ძირითადად წიკლაურები ვართ. ეხლა ჩვენი ბიძაშვილები წიკლაურები აქ არიან, ნამდვილი ბიძაშვილები. ხატობა ერთად გვაქვს. ჩვენი მამა-პაპანი როცა ჩამოვიდნენ პირველად ხევსოფელში დასახლდნენ. ხევსოფელში მეტწილად სულ ხევსურები იყვნენ. მერე მანდედან პაპაჩემი, მამაჩემის მამა-ბეწინიკა კვირიისხევში გადმოდიოდა გუდებითიდა გაჰქონდა პანტა-მაჟალო ზამთრისათვის საჭმელად. მერე ამდგარა და უთქვია, რაღა იქიდან ვზიდო ზურგითო, გავიდეთ და იქ დავსახლდეთო. გამოსულან და აქ ცარიელა ადგილზე დამდგარან. გამოჰყოლიან თავის საგვარეულო წიკლაურები და ბასილაურები“ (შ. თ. ბასილაური, 71 წლის, სოფ. კვირიისხევი, 1974 წ.). ხევსურეთიდან კვირიისხევში 1865 წ.ჩამოსახლებულა ერთი ოჯახი გიგაური, 1866 წ. კი არაბული [3, № 273]. კვირიისხევში მოსული ხევსურები საბატონო მიწაზე დასახლებულან. ზემოთ დასახელებული მთხრობელის სიტყვებით: „კვირიისხევი და ღულელები სულ ხიმშიაშვილის ხიზნები ვიყავით“.
სოფ. ბალებისხევი წარმოქმნილია XIX ს. II ნახევრის დასაწყისში ხევსურეთიდან ჩამოსახლებულებით. აღნიშნულ პერიოდში ქმოსტიდან და როშკიდან ორი კომლი გადმოსახლებულა, ხორნაულთიდან - სამი, უკანხადოდან, ზეისტეჩოდან და ჯუთიდან - თითო-თითო [2, № 248]. ბალებისხევში ხევსურების ჩამოსახლება, ბიძაშვილ-ნათესავების გვერდით, მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა. მაგალითად, აქ საცხოვრებლად მოსულან ართხმოდან და ბუჩუკურთიდან [3, № 273]. XIX ს. 50-იან წლებში, სხვა სოფლების მსგავსად, ხელახლა მოშენდა ერწოს სოფელი ნადოკრაც ძირითადად ხევსურეთიდან (დათვისიდან - 6 ოჯახი, ამღიდან - 8 ოჯახი, ახიელიდან - 1 ოჯახი, წინხადოდან - 3 ოჯახი, კალოთანადან - 2 ოჯახი) გადმოსხლებულებით [2, № 248]. ნადოკრაში ხევსურთა დასახლება თითქმის მთელი XIX ს. II ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა [3, № 274].
ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია XIX ს. II ნახ. – XX ს. დასაწყისში (20-იან წლებამდე)
ხევსურთა განსაკუთრებით ინტენსიური ჯგუფური ხასიათის გადასახლებანი შეიმჩნევა ერწო-თიანეთში XIX ს. II ნახევრიდან, რასაც აქ რიგი ახალი სოფლების შექმნას მოჰყვა. ერწოს სოფ. კვერნაულა წარმოქმნილია XIX ს. 50-იანი წლების დასაწყისში. აქ გადმოსახლებულან ხევსურეთის სოფლებიდან; ამღა, ახიელი, ართხმო. კერძოდ, ამღიდან კვერნაულაში მოსულა 15 კომლი წიკლაური, ახიელიდან - 6, როშკიდან -ერთი (2, № 248).ხევსურები ერწოს სოფ. კვერნაულაში ჩამოსახლება მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა.
ერწოს სოფ. სიონთგორიც ზემოთ დასახელებული სოფლების მსგავსად მთლიანად XIX ს-ის 50-იანი წლებიდან ჩანს დასახლებული. აქ ძირითადად ჩამოსახლებულა რამდენიმე კომლი აღიდან და ახიელიდან. 1860 და 1872 წლებში ბუჩუკურთიდან მოსულან გოგოჭურები, 1861 წელს კალოთანადან - ქიბიშაურები [3, 274]: ეს უკანასკნელნი თავს იყრიდნენ 1850-იან წლებში მეზობელ სოფ. ნადოკრაში ჩამოსახლებული ქიბიშაურების გვერდით. XIX ს. უკანასკნელ მეოთხედში სიონთგორში ჩამოსახლდნენ წიკლაურები როშკიდან და არხოტიდან. XIX ს. II ნახევარში ერწოს სოფ. ნადირაანთხევში (შემდეგდროინდელი ხევსურთსოფელი) ჩამოსახლდნენ ხევსურები, სოფ. ამღიდან (3 ოჯახი), დათვისიდან და ქმოსტიდან (2-2 ოჯახი), ბაცალიგოდან, კალოთანადან, როშკიდან, გუდანიდან და ჯუთიდან (თითო-თითო ოჯახი) [2, 248]. XIX ს. II ნახევარში ხევსურეთის სოფ. ქმოსტიდან ჩამოსახლებულები დასახლდნენ ერწოს სოფ. დევენაანთხევში [2, 248].
1850-იან წლებში მაგრანეთში ძირითადად ჩამოსახლდნენ ხორნაულები (7 ოჯახი) ხევსურეთის სოფელ ხორნაულთიდან, ქმოსტიდან (2 ოჯახი), მუცოდან, შატილიდან, ახიელიდან, აჭედან, ამღიდან (თითო-თითო ოჯახი) [2,248]. ხევსურეთიდან დიდი რაოდენობით ჩამოსახლდა მოსახლეობა სოფ. თრანში. XIX ს. II ნახევარში აქ დასახლებულან ქმოსტიდან - ბურდულები, ბაცალიგოდან და დათვისიდან - არაბულები, ახიელიდან - ბალიაურები, ამღიდან - წიკლაურები [3,274; 4, 1752], და სხვა. სოფ. თოხოლჩებიც 1873 წლისათვის მთლიანად ხევსურეთიდან მოსულებით იყო დასახლებული: არაბულები (7 ოჯახი), ბურდულები - (3 ოჯახი), ბასილაური, ხადუელი და ქმოსტელი (თითო-თითო ოჯახი).
1850-იან წლებში ერწოს სოფელ ჯიღაურთაში ჩამოსახლდნენ წინხადოდან და უკანხადოდან [2, 248], რის შედეგადაც სოფელს სახელი ეცვალა (ჯიღაურთა - ხადუელთა): აქვე აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ დამკვიდრდნენ ქმოსტიდან (4 ოჯახი), ამღიდან (5 ოჯახი), შატილიდან (4 ოჯახი) [2, 248]. ხევსურეთის სოფ. გუდანიდან მიგრირებულმა ჭინჭარაულებმა შექმნეს ახალი სოფელი გუდანელები [2, 248]. ზემოთ დასახელებულ მეზობლად განლაგებულ სოფლებში (გუდანელებში, ხადუელებში, თოხოლჩებში) 1886 წლისათვის ხევსურეთიდან მოსულები შემდეგი რაოდენობით მოსახლეობდნენ: ჭინჭარაული - 17 ოჯახი, არაბული - 16, რკინაული (არაბული) – 6, ქერაული - 6, ბურდული, გოგოჭური, ბასილაური - 2 -2 ოჯახი წიკლაური, ჩოგოლაული, ჭრელაშვილი -თითო ოჯახი [3, 274]. ეფნოგრაფიული მონაცემებით, ჭელაშვილები ხევსურები არიან სოფ. კალოთანადან, რომელთა ძირიგვარია ქიბიშაური. XIX ს. II ნახევარში ერწოს სოფელ ტოლათსოფელში ხევსურეთის სოფ. ქმოსტიდან გადმოსახლბუდან ბურდულები (13 ოჯახი) [4, 1752].
ხევსურების ჩამოსახლების განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე XX ს. დასაწყისში სოფ. გონდაურაში. ეთნოგრაფიული მონაცემებით ეს ადგილი თავად ჭავჭავაძეებს ეკუთვნოდათ, სადაც მოსახლეობა არ იყო XVIII ს-ში ადგილობრივი მცხოვრებლების კახეთში გადასახლების გამო. ხევსურებს გონდაურაში ჩამოსახლება 1900 წლიდან დაუწყიათ და 40-იან წლებამდე თითქმის ყოველ წელს მოდიოდა 1-2 კომლი. გონდაურაში იჯარით დასახლებული ხევსურების რაოდენობამ 23 კომლს მიაღწია. მიგრირებული ხევსურები თავადმა ჭავჭავაძემ მოიწვია საკუთარ მამულში, რაც იმის მაგალითია, თუ დაუსახლებელ, გაპარტახებულ მიწაზე როგორ მოჰყავდა დასასახლებლად მიწისმფლობელს მუშახელი, გლეხობა: „პაპაჩემმა ქართლელებს სთხოვა, ტყე გაკაფეთ და დასახლდით. ქართლელებმა უარი რომ უთხრეს, ხევსურეთში დაუბარა და ჩამოვიდნენ, ნახეს, მოეწონათ და ჩამოსახლდა რამდენიმე კომლი. ამ ჩამოსახლებულებმა შემდეგ სხვებს ურჩიეს და ყოველწლიურად თითო კომლი მაინც ემატებოდა“ (ა. კ. ჭავჭავაძე, 74 წლის, სოფ. სართიჭალა, 1974 წელი).
ხევსურეთიდან გონდაურაში ძირითადად შემდეგი გვარები გადმოსახლდნენ: ქეთელაურები (ბისოდან), გოგოჭურები (ჭორომეშავიდან), არაბულები (ბაცალიგოდან), ბურდულები და ჭინჭარაულები (გუდანიდან) და სხვ. ხევსურეთიდან გადმოსახლებულებით შეიქმნა სოფელი საჭურე XIX ს. ბოლოს. „პირველში აქ დასახლებულან თათუა ხარანაული, ძიკურა და ჩალხია ჭინჭარაულები. პატარა ველი ყოფილა და ჩამოსულებმა გაახოეს. ეს იყო თავადის ადგილი. ნაყიდობა ჰქონდათ ხევსურებს თავადისაგან“ (ს. მ. წიკლაური, 67 წლის, სოფ. საჭურე, 1975). XIX-XX სს. მიჯნაზე სოფ. ჭიაური დააფუძნეს ხევსურეთის სოფ. ჭიედან ჩამოსახლებულმა ჩინჩარაულებმა.
ხევსურები XX ს. 20-30-იან წლებში სახლდებიან აგრეთვე ივრის ხეობის ზემო წელში, ფშაველთა ნასახლარებზე. ეს უკანასკნელნი კი კახეთში და რაიონის ცენტრში - თიანეთსა და მის სიახლოვეს გადადიოდნენ საცხოვრებლად. ზემოთქმულს უნდა დავუმატოთ ის, რომ XIX ს. ოფიციალური მონაცემებით 1850-1870 წლებში ერწო-თიანეთში გადასახლებული ხევსურების რაოდენობა დაახლ. 900 კაცი იანგარიშებოდა [140]. ჩვენი გამოანგარიშებით კი, რომელიც 1860 წლის კამერალური აღწერის მონაცემებს ემყარება, მხოლოდ ათწლიან პერიოდში (1850-1860 წწ.) ერწო-თიანეთში 1187 სული ხევსური გადმოსახლდა. ჩანს, თუ რა ინტენსიური იყო XIX ს. II ნახევარში ხევსურების ერწო-თიანეთში მიგრაცია. პირველ თავში მიმოხილული მასალა მოკლედ დასკვნების სახით შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
ერწოს სოფ. ამტნისხევი თიფქმის მთლიანად დასახლებულ იქნა 1850-იან წლების დასაწყისში ძირითადად ღულიდან მოსული ქისტაურებით (15 ოჯახი) [2, 248]. აქ ხევსურეთის სხვა სოფლებიდანაც საკმაოდ გადმოსახლდა მოსახლეობა. მართალია, ხევსურების ჩამოსახლება ერწოს სოფლებში (ღულელებში, გუდანელებში, კვირიისხევში, კვერნაულასა და სიონთგორში) XIX ს. შუა ხანებიდან დაიწყო, მაგრამ, როგორც ირკვევა, მათ ეს მიწები ჯერ კიდევ მეფე ერეკლესაგან მიუღიათ აღა-მაჰმად-ხანთან ომში თავის გამოჩენისათვის. რევოლუციამდე შესაბამისი სიგელი ერეკლე II ხელრთვით დაცული ყოფილა ერწოს სოფ. თოხოლჩებში ვინმე ქავთარ არაბულთან [82]. XIX ს. II ნახევარში ხევსურები თანაცხოვრებდნენ ფშავლებთან ერთად ერწო-თიანეთის შემდეგ სოფლებში: უკუღმართში, დიღმელაურში, ჯიხოში, ევჟენტში, ვერხველში, ჯიჯეთში, ზენამხარში.
1. ეთნოგრაფიული მასალებითა და მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში გადასახლების სურათის აღდგენა ხერხდება XVII ს. II ნახევრიდან. აღნიშნული პროცესი გრძელდებოდა მთელი XVIII-XIX სს. და XX ს. პირველი ორი ათეული წლის განმავლობაში. 2. ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია ორი განსხვავებული პერიოდის გამოყოფის საშუალებას გვაძლევს: ა) XVII ს. II ნახევარი - XIX ს. I ნახ. და ბ) XIX ს. II ნახ. – XX ს. 20-იან წლებამდე. მეორე პერიოდი საქართველოში კაპიტალისტურ ურთიერთობადა პერიოდს მოიცავს და ხასიათდება მთიელთა ჩამოსახლების განსაკუთრებული ინტენსიურობით. 3. ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია მთიელთა ბარში გადასახლების საფეხურებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელია. 4. დასტურდება გადმოსახლებული ფშავ-ხევსურების ერწო-თიანეთში ერთი გვარის, ერთი თემის, ერთი ხატის ყმათა, ერთი კუთხის წარმომადგენლების ერთად დასახლების ტენდენცია.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 21
ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში XVII ს. II ნახევარში გადმოსახლებულან იარაჯულები. ისინი XVIII ს. I მეოთხედის აღწერაში ზემო თიანეთში მოიხსენიებიან [110, გვ. 40]. იარაჯულების წინაპრები ხევსურეთში არაბულები ყოფილან.
ხევსურეთიდან იმავე პერიოდში გადმოსახლებულან, აგრეთვე, ზარიძეები, რომელთა ადრინდელი გვარია ხორნაული. ძირად ხორნაულ-ზარიძეები იყვნენ ერწო-თიანეთის სოფლებში მოსახლე სხვა გვარებიც: ჩიტაურები, ცალუღელაშვილები, ჯამაგიძეები, კოკოზაშვილები, ბოდავლები, ცალხელიშვილები. ჩამოთვლილ გვართა წინაპრები სალოცავად ფშავის სოფ. კაწალხევში დადიოდნენ, სადაც ხორნაულები ხევსურეთიდან იყვნენ გადმოსული, სალოცავ მინდორჯვარში, რომლის ნიშადაც თვლიან არაგვის ხეობის მთისწინეთში სოფ. ბოდავის სალოცავებს და ზემო თიანეთში სოფ. ჩიტაურთკარში არსებულ ე. წ. „ჩიტაურთ ხატს“.
XVII ს. ხევსურეთიდან ჩამოსახლებულან სამხარაულები, რომლებიც თიანეთში რამდენიმე კომლის რაოდენობით მოიხსენიებიან XVIII ს. პირველი მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში [110, გვ. 38, 40]. ხევსურეთიდან გადმოსახლებული სამხარაულების ძირი გვარი ჯამარაული ყოფილა. დღეს სამხარაულები ძირითადად გარე კახეთის სოფელ სართიჭალაში მოსახლეობენ.
ზემო თიანეთში ფილაურები გადმოსახლებული არიან ხევსურეთის სოფ. ხახმატიდან და განაყრები არიან ხახმატელი და ბისოელი ალუდაურებისა და ქეთელაურებისა, სადაც ეხლაცაა შემორჩენილი ტოპონიმი „ფილაურთ ნასადგომრები“. აქედან მათი ნაწილი გარე კახეთის სოფ. კაკაბეთში გადასახლებულა. ფილაურების თიანეთში მოსახლეობაზე დოკუმენტიც მიუთითებს: XVIII ს. I მეოთხედის ჟალეთის (სიონი ჟალეთის „ქვეყანაში“ შედიოდა, რომელიც ერწოსა და თიანეთს შორის არსებობდა) აღწერაში მოხსენიებულია ვინმე „ფილაური ხაბაზი“ [110, გვ. 47].
XVIII ს. ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში ჩამოსახლებულან გონჯილაშვილ-მოსიაშვილები, სულხანიშვილები, პატურაშვილები, უშიკიშვილები, თურქიაშვილები, სისაურები... ყველა დასახელებულ გვარს ლიქოკიდან გადმოსახლებულად მიაჩნია თავი და ადრინდელ გვარად სისაურს (ლიქოკელს) ასახელებენ, რის დამადასტურებელი ისიც არის, რომ ჩამოთვლილი გვარების სალოცავი იყო „ხმალა“.
XVII ს. ხევსურეთიდან თიანეთში საცხოვრებლად მოსულან ფაშურიშვილების წინაპრები. XVIII ს. პირველი მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში თიანეთში ორი კომლი „ფაშური“ მოიხსენიება [110, გვ. 39]. ფაშურიშვილები თავიანთ ადრინდელ გვარად ფიცხელაურს ასახელებენ. ფიცხელაურები ყოფილან, აგრეთვე, თიანეთში მოსახლე ბერიკაშვილების წინაპრებიც. ისინი ხევსურეთის სოფ. ბაცალიგოდან XIX ს. პირველ ნახევარში გადმოსახლებულან.
XIX ს. I ნახევარში ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში საცხოვრებლად გადმოსულან: თოთიაურები, იდუკაშვილები, ფარეშიშვილები (სოფ. გორანა), რომელთა თავდაპირველი გვარია ჭინჭარაული; ერთი მამისგან მომდინარეობენ და ძმებმა: თოთიამ, იდუკამ და ფარეშამ დაუდეს საფუძველი. ჭინჭარაულობასვე ამბობენ სოფ. ჭურჭელაურებში მოსახლე ხიბლაშვილები (სალოცავი - გუდანის ჯვარი), რომლებიც აქ XIX ს. I ნახევარში დასახლებულან.
XIX ს. დასაწყისში ერწოში საცხოვრებლად მოვიდნენ სუხიაშვილები, რომლებიც 1843 წ. საოჯახო სიებში მოიხსენიებიან [1, № 1947 და 2042]. ეთნოგრაფიული მონაცემებით სუხიაშვილების ძირი-გვარია ჭინჭარაული. ერწოში სუხიაშვილები უშუალოდ არაგვის ხეობის ბარის სოფ. ბიწმენდიდან გადმოსახლებულან. აქ კი სუხიაშვილის წინაპარი უფრო ადრე, XVIII ს-ში, იყო ხევსურეთიდან მოსული.
ყორიაულები ერწო-თიანეთის სოფლებში პირველად 1842-1843 წლების საოჯახო სიებში გვხვდებიან. გადმოსახლებული არიან ხევსურეთის სოფ. ხახმატიდან.
1843 წ. საოჯახო სიების მიხედვით ერწოს სოფ. გორანის მცხოვრებლებად პირველად მოიხსენიებიან ჭინჭარაულები.
XIX ს. დასაწყისში თიანეთის მცხოვრებლებად გვევლინებიან დავითაშვილები [26, გვ. 144]. თიანეთის სოფ. გოჯიანებში მოსახლე დავითაშვილები ძირად ხევსურები არიან: „ ჩვენი მამა-პაპა ყოფილა ხევსურეთში - შატილში. წამოსულან ბარისაკენ. შატილში გვარად ჯალაბაურები ყოფილან. ერთ ძმას რქმევია მისრია, მეორეს - დავითა. მისრია ფშავლებთან მისულა და მისრიაშვილად დაწერილა. ჩვენ კი დავითის სახელის მიხედვით დავითაშვილზე დავწერილვართ და თიანეთში დავსახლებულვართ. რაც ხევსურეთიდან გადმოსახლებულა ჩვენი წინაპარი, დიდი ხნის საქმეა ეგა“ - გადმოგვცემს მთხრობელი. დავითაშვილების ხევსურეთიდან თიანეთში გადმოსახლების მიზეზი მესისხლეობა ყოფილა [125, გვ.35].
მისრიაშვილების ხევსურეთის სოფ. შატილიდან გადმოსახლების შესახებ გადმოცემა ფშავშიცაა დამოწმებული [68, გვ. 8-9]. იმავე ლეგენდის თანახმად შატილელი ჯალაბაურები გუდამაყარშიც გადასახლებულან [68, გვ. 10]. თუმცა, აღნიშნული გვარის წარმოშობის შესახებ სხვა გადმოცემაც არსებობს. მისრია მისრელის მოყვანა ფშავში თამარ მეფეს უკავშირდება [68, გვ. 85].
ხევსურეთიდან XVII-XVIIIსს. ერწო თიანეთში მოსახლეობის გადასახლება ჩანს არა მარტო იმდროინდელი ხალხის აღწერისა და ეთნოგრაფიული მასალების შეჯერებით, არამედ იქიდანაც, რომ XVIII ს_ის I მეოთხედის ხალხის აღწერის დავთარში მრავალს მიწერილი აქვს „ხევსური“ მაგალითად, თიანეთის სოფელ თანგანთკარში მითითებულია სამი კომლი „ხევსური“: „ხევსური თანგიაშვილი“, „ხევსური იობა“, „ხევსური მამუკელა“; თვალივს - „ხევსური მინდია“: თიანეთს - „შუშანა ხევსური“ და „ხევსური ბერი ბოგანო“; წიაბეთს - „ხესური ციხელა“. იგივე შეიძლება ითქვას ერწო-თიანეთში მიგრირებული ფშავლების შესახებაც. იმავე აღწერაში გვხვდება, მაგალითად, „ფშაველი გამახარე“ [110, გვ. 39, 41 – 47, 49, 84].
ერწო-თიანეთში მოსახლეობის მოძრაობას XVIII ს. და XIX ს. I ნახევარში მოწმობს ხიზნების, ბოგანოების სიმრავლე. 1801-1802 წწ. ერწო-თიანეთის აღწერაში 64 კომლი ხიზანი ითვლება. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ XVIII ს. I მეოთხედის მოსახლეობის აღწერაში ერწო-თიანეთში მრავალჯერ ვხვდებით ისეთ სოციალურ ტერმინს, როგორიცაა „ბოგანო“.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ხიზნობა მიგრაციული პროცესების შესწავლას უკავშირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ, რომ ეს საკითხი თავისი სოციალურ-ეონომიკური და პოლიტიკური შინაარსით თვალსაჩინოა და ქართულ ისტორიოგრაფიაში საგანგებოდ სწავლობენ, ამდენად იგი მსჯელობის საგნად აღარ გავხადეთ. სამეცნიერო ლიტერატურით ცნობილია, რომ ხიზანთა რაოდენობის ზრდა მიმდინარეობდა არა მარტო გლეხობის სხვა თანრიგიდან ამ კატეგორიაში გადასვლით, არამედ მთიდან მოსახლეობის ჩამოსვლითაც [78, გვ. 54]. ძირითადად აღნიშნული კატეგორიის გლეხების (ხიზნების) მთიდან მთისწინეთსა და ბარში დასახლების შედეგად XIX ს. II ნახევარში გორის მაზრაში 100-მდე სოფელი შექმნილა [78, გვ. 184].
ხევსურეთიდან ჩამოსახლებულები ბასილაურები საკმაო რაოდენობით მოსახლეობდნენ სოფ. კვირიისხევში. მათი მიგრაციაგრძელდებოდა XIX ს. II ნახევარში. მაგალითად, ამღიდან 1866 წ. საცხოვრებლად მოსულა ბასილაურების ორი ოჯახი [3, № 273]. „ბასილაურები არხოტიდან ვართ, სოფ. ამღიდან. ბასილაურები ძირითადად წიკლაურები ვართ. ეხლა ჩვენი ბიძაშვილები წიკლაურები აქ არიან, ნამდვილი ბიძაშვილები. ხატობა ერთად გვაქვს. ჩვენი მამა-პაპანი როცა ჩამოვიდნენ პირველად ხევსოფელში დასახლდნენ. ხევსოფელში მეტწილად სულ ხევსურები იყვნენ. მერე მანდედან პაპაჩემი, მამაჩემის მამა-ბეწინიკა კვირიისხევში გადმოდიოდა გუდებითიდა გაჰქონდა პანტა-მაჟალო ზამთრისათვის საჭმელად. მერე ამდგარა და უთქვია, რაღა იქიდან ვზიდო ზურგითო, გავიდეთ და იქ დავსახლდეთო. გამოსულან და აქ ცარიელა ადგილზე დამდგარან. გამოჰყოლიან თავის საგვარეულო წიკლაურები და ბასილაურები“ (შ. თ. ბასილაური, 71 წლის, სოფ. კვირიისხევი, 1974 წ.). ხევსურეთიდან კვირიისხევში 1865 წ.ჩამოსახლებულა ერთი ოჯახი გიგაური, 1866 წ. კი არაბული [3, № 273]. კვირიისხევში მოსული ხევსურები საბატონო მიწ
...Ещёხევსურეთიდან ჩამოსახლებულები ბასილაურები საკმაო რაოდენობით მოსახლეობდნენ სოფ. კვირიისხევში. მათი მიგრაციაგრძელდებოდა XIX ს. II ნახევარში. მაგალითად, ამღიდან 1866 წ. საცხოვრებლად მოსულა ბასილაურების ორი ოჯახი [3, № 273]. „ბასილაურები არხოტიდან ვართ, სოფ. ამღიდან. ბასილაურები ძირითადად წიკლაურები ვართ. ეხლა ჩვენი ბიძაშვილები წიკლაურები აქ არიან, ნამდვილი ბიძაშვილები. ხატობა ერთად გვაქვს. ჩვენი მამა-პაპანი როცა ჩამოვიდნენ პირველად ხევსოფელში დასახლდნენ. ხევსოფელში მეტწილად სულ ხევსურები იყვნენ. მერე მანდედან პაპაჩემი, მამაჩემის მამა-ბეწინიკა კვირიისხევში გადმოდიოდა გუდებითიდა გაჰქონდა პანტა-მაჟალო ზამთრისათვის საჭმელად. მერე ამდგარა და უთქვია, რაღა იქიდან ვზიდო ზურგითო, გავიდეთ და იქ დავსახლდეთო. გამოსულან და აქ ცარიელა ადგილზე დამდგარან. გამოჰყოლიან თავის საგვარეულო წიკლაურები და ბასილაურები“ (შ. თ. ბასილაური, 71 წლის, სოფ. კვირიისხევი, 1974 წ.). ხევსურეთიდან კვირიისხევში 1865 წ.ჩამოსახლებულა ერთი ოჯახი გიგაური, 1866 წ. კი არაბული [3, № 273]. კვირიისხევში მოსული ხევსურები საბატონო მიწაზე დასახლებულან. ზემოთ დასახელებული მთხრობელის სიტყვებით: „კვირიისხევი და ღულელები სულ ხიმშიაშვილის ხიზნები ვიყავით“.
სოფ. ბალებისხევი წარმოქმნილია XIX ს. II ნახევრის დასაწყისში ხევსურეთიდან ჩამოსახლებულებით. აღნიშნულ პერიოდში ქმოსტიდან და როშკიდან ორი კომლი გადმოსახლებულა, ხორნაულთიდან - სამი, უკანხადოდან, ზეისტეჩოდან და ჯუთიდან - თითო-თითო [2, № 248]. ბალებისხევში ხევსურების ჩამოსახლება, ბიძაშვილ-ნათესავების გვერდით, მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა. მაგალითად, აქ საცხოვრებლად მოსულან ართხმოდან და ბუჩუკურთიდან [3, № 273].
XIX ს. 50-იან წლებში, სხვა სოფლების მსგავსად, ხელახლა მოშენდა ერწოს სოფელი ნადოკრაც ძირითადად ხევსურეთიდან (დათვისიდან - 6 ოჯახი, ამღიდან - 8 ოჯახი, ახიელიდან - 1 ოჯახი, წინხადოდან - 3 ოჯახი, კალოთანადან - 2 ოჯახი) გადმოსხლებულებით [2, № 248]. ნადოკრაში ხევსურთა დასახლება თითქმის მთელი XIX ს. II ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა [3, № 274].
ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია XIX ს. II ნახ. – XX ს. დასაწყისში (20-იან წლებამდე)
ხევსურთა განსაკუთრებით ინტენსიური ჯგუფური ხასიათის გადასახლებანი შეიმჩნევა ერწო-თიანეთში XIX ს. II ნახევრიდან, რასაც აქ რიგი ახალი სოფლების შექმნას მოჰყვა.
ერწოს სოფ. კვერნაულა წარმოქმნილია XIX ს. 50-იანი წლების დასაწყისში. აქ გადმოსახლებულან ხევსურეთის სოფლებიდან; ამღა, ახიელი, ართხმო. კერძოდ, ამღიდან კვერნაულაში მოსულა 15 კომლი წიკლაური, ახიელიდან - 6, როშკიდან -ერთი (2, № 248).ხევსურები ერწოს სოფ. კვერნაულაში ჩამოსახლება მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა.
ერწოს სოფ. სიონთგორიც ზემოთ დასახელებული სოფლების მსგავსად მთლიანად XIX ს-ის 50-იანი წლებიდან ჩანს დასახლებული. აქ ძირითადად ჩამოსახლებულა რამდენიმე კომლი აღიდან და ახიელიდან. 1860 და 1872 წლებში ბუჩუკურთიდან მოსულან გოგოჭურები, 1861 წელს კალოთანადან - ქიბიშაურები [3, 274]: ეს უკანასკნელნი თავს იყრიდნენ 1850-იან წლებში მეზობელ სოფ. ნადოკრაში ჩამოსახლებული ქიბიშაურების გვერდით. XIX ს. უკანასკნელ მეოთხედში სიონთგორში ჩამოსახლდნენ წიკლაურები როშკიდან და არხოტიდან.
XIX ს. II ნახევარში ერწოს სოფ. ნადირაანთხევში (შემდეგდროინდელი ხევსურთსოფელი) ჩამოსახლდნენ ხევსურები, სოფ. ამღიდან (3 ოჯახი), დათვისიდან და ქმოსტიდან (2-2 ოჯახი), ბაცალიგოდან, კალოთანადან, როშკიდან, გუდანიდან და ჯუთიდან (თითო-თითო ოჯახი) [2, 248].
XIX ს. II ნახევარში ხევსურეთის სოფ. ქმოსტიდან ჩამოსახლებულები დასახლდნენ ერწოს სოფ. დევენაანთხევში [2, 248].
1850-იან წლებში მაგრანეთში ძირითადად ჩამოსახლდნენ ხორნაულები (7 ოჯახი) ხევსურეთის სოფელ ხორნაულთიდან, ქმოსტიდან (2 ოჯახი), მუცოდან, შატილიდან, ახიელიდან, აჭედან, ამღიდან (თითო-თითო ოჯახი) [2,248].
ხევსურეთიდან დიდი რაოდენობით ჩამოსახლდა მოსახლეობა სოფ. თრანში. XIX ს. II ნახევარში აქ დასახლებულან ქმოსტიდან - ბურდულები, ბაცალიგოდან და დათვისიდან - არაბულები, ახიელიდან - ბალიაურები, ამღიდან - წიკლაურები [3,274; 4, 1752], და სხვა. სოფ. თოხოლჩებიც 1873 წლისათვის მთლიანად ხევსურეთიდან მოსულებით იყო დასახლებული: არაბულები (7 ოჯახი), ბურდულები - (3 ოჯახი), ბასილაური, ხადუელი და ქმოსტელი (თითო-თითო ოჯახი).
1850-იან წლებში ერწოს სოფელ ჯიღაურთაში ჩამოსახლდნენ წინხადოდან და უკანხადოდან [2, 248], რის შედეგადაც სოფელს სახელი ეცვალა (ჯიღაურთა - ხადუელთა): აქვე აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ დამკვიდრდნენ ქმოსტიდან (4 ოჯახი), ამღიდან (5 ოჯახი), შატილიდან (4 ოჯახი) [2, 248]. ხევსურეთის სოფ. გუდანიდან მიგრირებულმა ჭინჭარაულებმა შექმნეს ახალი სოფელი გუდანელები [2, 248].
ზემოთ დასახელებულ მეზობლად განლაგებულ სოფლებში (გუდანელებში, ხადუელებში, თოხოლჩებში) 1886 წლისათვის ხევსურეთიდან მოსულები შემდეგი რაოდენობით მოსახლეობდნენ: ჭინჭარაული - 17 ოჯახი, არაბული - 16, რკინაული (არაბული) – 6, ქერაული - 6, ბურდული, გოგოჭური, ბასილაური - 2 -2 ოჯახი წიკლაური, ჩოგოლაული, ჭრელაშვილი -თითო ოჯახი [3, 274]. ეფნოგრაფიული მონაცემებით, ჭელაშვილები ხევსურები არიან სოფ. კალოთანადან, რომელთა ძირიგვარია ქიბიშაური.
XIX ს. II ნახევარში ერწოს სოფელ ტოლათსოფელში ხევსურეთის სოფ. ქმოსტიდან გადმოსახლბუდან ბურდულები (13 ოჯახი) [4, 1752].
ხევსურების ჩამოსახლების განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე XX ს. დასაწყისში სოფ. გონდაურაში. ეთნოგრაფიული მონაცემებით ეს ადგილი თავად ჭავჭავაძეებს ეკუთვნოდათ, სადაც მოსახლეობა არ იყო XVIII ს-ში ადგილობრივი მცხოვრებლების კახეთში გადასახლების გამო. ხევსურებს გონდაურაში ჩამოსახლება 1900 წლიდან დაუწყიათ და 40-იან წლებამდე თითქმის ყოველ წელს მოდიოდა 1-2 კომლი. გონდაურაში იჯარით დასახლებული ხევსურების რაოდენობამ 23 კომლს მიაღწია. მიგრირებული ხევსურები თავადმა ჭავჭავაძემ მოიწვია საკუთარ მამულში, რაც იმის მაგალითია, თუ დაუსახლებელ, გაპარტახებულ მიწაზე როგორ მოჰყავდა დასასახლებლად მიწისმფლობელს მუშახელი, გლეხობა: „პაპაჩემმა ქართლელებს სთხოვა, ტყე გაკაფეთ და დასახლდით. ქართლელებმა უარი რომ უთხრეს, ხევსურეთში დაუბარა და ჩამოვიდნენ, ნახეს, მოეწონათ და ჩამოსახლდა რამდენიმე კომლი. ამ ჩამოსახლებულებმა შემდეგ სხვებს ურჩიეს და ყოველწლიურად თითო კომლი მაინც ემატებოდა“ (ა. კ. ჭავჭავაძე, 74 წლის, სოფ. სართიჭალა, 1974 წელი).
ხევსურეთიდან გონდაურაში ძირითადად შემდეგი გვარები გადმოსახლდნენ: ქეთელაურები (ბისოდან), გოგოჭურები (ჭორომეშავიდან), არაბულები (ბაცალიგოდან), ბურდულები და ჭინჭარაულები (გუდანიდან) და სხვ.
ხევსურეთიდან გადმოსახლებულებით შეიქმნა სოფელი საჭურე XIX ს. ბოლოს. „პირველში აქ დასახლებულან თათუა ხარანაული, ძიკურა და ჩალხია ჭინჭარაულები. პატარა ველი ყოფილა და ჩამოსულებმა გაახოეს. ეს იყო თავადის ადგილი. ნაყიდობა ჰქონდათ ხევსურებს თავადისაგან“ (ს. მ. წიკლაური, 67 წლის, სოფ. საჭურე, 1975).
XIX-XX სს. მიჯნაზე სოფ. ჭიაური დააფუძნეს ხევსურეთის სოფ. ჭიედან ჩამოსახლებულმა ჩინჩარაულებმა.
ხევსურები XX ს. 20-30-იან წლებში სახლდებიან აგრეთვე ივრის ხეობის ზემო წელში, ფშაველთა ნასახლარებზე. ეს უკანასკნელნი კი კახეთში და რაიონის ცენტრში - თიანეთსა და მის სიახლოვეს გადადიოდნენ საცხოვრებლად.
ზემოთქმულს უნდა დავუმატოთ ის, რომ XIX ს. ოფიციალური მონაცემებით 1850-1870 წლებში ერწო-თიანეთში გადასახლებული ხევსურების რაოდენობა დაახლ. 900 კაცი იანგარიშებოდა [140]. ჩვენი გამოანგარიშებით კი, რომელიც 1860 წლის კამერალური აღწერის მონაცემებს ემყარება, მხოლოდ ათწლიან პერიოდში (1850-1860 წწ.) ერწო-თიანეთში 1187 სული ხევსური გადმოსახლდა. ჩანს, თუ რა ინტენსიური იყო XIX ს. II ნახევარში ხევსურების ერწო-თიანეთში მიგრაცია.
პირველ თავში მიმოხილული მასალა მოკლედ დასკვნების სახით შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
ერწოს სოფ. ამტნისხევი თიფქმის მთლიანად დასახლებულ იქნა 1850-იან წლების დასაწყისში ძირითადად ღულიდან მოსული ქისტაურებით (15 ოჯახი) [2, 248]. აქ ხევსურეთის სხვა სოფლებიდანაც საკმაოდ გადმოსახლდა მოსახლეობა.
მართალია, ხევსურების ჩამოსახლება ერწოს სოფლებში (ღულელებში, გუდანელებში, კვირიისხევში, კვერნაულასა და სიონთგორში) XIX ს. შუა ხანებიდან დაიწყო, მაგრამ, როგორც ირკვევა, მათ ეს მიწები ჯერ კიდევ მეფე ერეკლესაგან მიუღიათ აღა-მაჰმად-ხანთან ომში თავის გამოჩენისათვის. რევოლუციამდე შესაბამისი სიგელი ერეკლე II ხელრთვით დაცული ყოფილა ერწოს სოფ. თოხოლჩებში ვინმე ქავთარ არაბულთან [82].
XIX ს. II ნახევარში ხევსურები თანაცხოვრებდნენ ფშავლებთან ერთად ერწო-თიანეთის შემდეგ სოფლებში: უკუღმართში, დიღმელაურში, ჯიხოში, ევჟენტში, ვერხველში, ჯიჯეთში, ზენამხარში.
1. ეთნოგრაფიული მასალებითა და მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში გადასახლების სურათის აღდგენა ხერხდება XVII ს. II ნახევრიდან. აღნიშნული პროცესი გრძელდებოდა მთელი XVIII-XIX სს. და XX ს. პირველი ორი ათეული წლის განმავლობაში.
2. ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია ორი განსხვავებული პერიოდის გამოყოფის საშუალებას გვაძლევს: ა) XVII ს. II ნახევარი - XIX ს. I ნახ. და ბ) XIX ს. II ნახ. – XX ს. 20-იან წლებამდე. მეორე პერიოდი საქართველოში კაპიტალისტურ ურთიერთობადა პერიოდს მოიცავს და ხასიათდება მთიელთა ჩამოსახლების განსაკუთრებული ინტენსიურობით.
3. ფშავ-ხევსურთა ერწო-თიანეთში მიგრაცია მთიელთა ბარში გადასახლების საფეხურებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
4. დასტურდება გადმოსახლებული ფშავ-ხევსურების ერწო-თიანეთში ერთი გვარის, ერთი თემის, ერთი ხატის ყმათა, ერთი კუთხის წარმომადგენლების ერთად დასახლების ტენდენცია.
როლანდ თოფჩიშვილი
აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია
XVII-XX სს
(ფშავ-ხევსურეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით)