მოურჩენელი დამრჩა იარად,
ვისაც კი გული გადავუშალე,
ყველამ ტკივილად გადამიარა.
ნდობა დავკარგე, ნდობა კაცისა,
სიტყვას რომ ანდობ და რომ გაგიგებს,
არ მიგატოვებს გზაში უმზეოს,
ზურგს უკან ანდერძს რომ არ აგიგებს,
ყველა ნაჩხვლეტი მტკივა საშინლად,
გულზე მაწვეთავს სისხლის წვეთებად,
ისეთ მეგობრის მწამს და ვაღმერთებ,
კლდის პირას ხიდად რომ გაგედება.
თუ მეგობარი გქვია სახელად,
ფეხებთან მახეს ნუღარ დამიგებ,
თუ რამე წყენა გულში გაივლე,
მოდი და მითხარ, უფრო გაგიგებ.
არავის ვკარგავ, არავის ვეძებ
და უმიზეზოდ არავის წავშლი,
ვინც მეგობრობის ფასი არ იცის,
დრო ჩემს გულიდან თავისით წაშლის.
ყველა ეკალი რომ ამოვიღო,
შრამად დარჩება გულში ნაჩხვლეტი,
რადგან არასდროს აღარ მთელდება,
თუმც პატიება შესძლო რამდენი.
სწორედ იმ გულის მეგობარს ვლოცავ,
ვინაც მეგობრის ფასი გაიგო,
მისი ტკივილი ტკივილად იგრძნო,
შური და მტრობა გულს არ გაივლო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев