Предыдущая публикация
აი დასრულდა ჩემი ცხოვრება
სიცოცხლის ბოლოს ფიქრებში გხედავ
შენი თვალები სულ მახსენდება,
მე მახსენდება თბილი დღეები
სიტყვები შენი ,,მიყვარხარ გულში“,
მე შენი თმების სურნელიც მახსოვს
და ბოღმა მაჩობს მიძვრება სულში,
მე მახსენდება პირველი კოცნა
შენი ტუჩები ათრთოლებული
ახლა კი აქ ვარ და მზეც არ მათბობს
ისიც ჩემზეა გაბრაზებული,
სიცოცხლის ბოლოს ფიქრებში გხედავ
და მახსენდება შენი შეხება
ყულფის ჩამოცმა მაფხიზლებს მხოლოდ
მეგობარივით ყელს რომ მეხვევა...
ჯალათებს შევთხოვ ,,მალე მომკალით“
უშენოდ მეტი არ მინდა ყოფა
სიკვდილისთვისაც მზადა ვარ უკვე
მე უშენობა, დღეს, აქ მეყოფა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев