მაგრამ ცდილობ რომ,ამით ყველა სევდას გაექცე
აღარაფერი დაგრჩენია საერთოდ შინ, და...
გინდა დაცალო ,სანამ ტვინში სისხლი ჩაგექცეს.
ჯდები სარკმელთან,ისე სუსტი,ისე ნატანჯი
რაფას ეყრდნობი იდაყვებით,სიმძიმით მთელი
დროგამოშვებით სუნთქავ ღრმად და მძიმედ აბოლებ
სანამ ფილტვები გათიშულა და აღარც ელი...
რომ მოგხვევს ხელებს,შეგახვედრებს რძისფერ განთიადს
რომ მოვა ისევ,შეგაშველებს წითელ დაისებს,
და შენც მიყვები ამ ფიქრებში გამთბარ ოცნებას
სანამ ამ სისხლით ღია ვენებს ისევ გაივსებ.
ყველაფერს ხვდები,წარსულიდან რაც კი შემოგრჩა
თუმცა სიმართლეს სხვანაირად,სხვა რიგ ქადაგებ
რაღაც მომენტში ღმერთს უარყოფ და კვდები მანამ,
სანამ შენს სხეულს მოაფენენ ნაქსოვ ფარდაგებს.
კვლავ ნერვებს იშლი,ისე როგორც ამინდი მარტში
ვერავის უგებ ძველებურად,ახლა სულ სხვა ხარ
ვერ აიტანე ეს სიჩუმე ,რადგან მის გამო
ახლა წარსულის მივიწყებულ ეპიზოდს გავხარ.
და ისევ ჯდები,ახლა მიხვდი თუ სად შეცოდე
მაგრამ ძალებით დაცლილი ხარ,ეცემი თითქოს
სველი ფილაქნით აცემტებ შენში ნარჩენებს,
და ახლა გავხარ შიმშილისგან გაცვეთილ პითონს.
ძველი ადგილი,სანაპირო,მხოლოდ ამ წელმა
როგორ მოღუნა,და ჩაძირა ქაღალდის გემი,
და გახსენდება მის კედელზე შენი წარწერა
,,სიკვდილის მერეც,უსათუოდ იქნები ჩემი"...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев