შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი❤️
დედაღვთისმშობელმა არ მოგაკლოთ სულიერი და მატერიალური კეთილდღეობა❤️
ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი.❤️
როდესაც ხატს წმინდა ამბროსი ოპტინელმა ,,სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი''(ბარაქის) ხატი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება❤️
ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა ყველა ქრისტიანს❤️
ამ ხატის წინაშე განსაკუთრებით ლოცულობენ მატიარიალური სიდუხჭირის ჟამს
,,ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ"❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1