ვიყავი ბავშვი და ეს იყო ბოლოს..
დედა სასთუმალთან ზღაპარს მიყვებოდა,
სიკეთეზეაო…. ეს მახსოვს მხოლოდ.
მახსოვს რომ თბილი სიტყვები ჩამყვა
ძილში და სიზმარს მივეცი თავი,
მახსოვს გავედი ამ სამყაროდან,
სადაც ვერ ვნახე ბოროტი, ავი…
სადაც ბუნება იყო სხვაგვარი,
გიჟური მარტის სჯეროდა აპრილს,
იქ ყველაფერი იყო ალალი,
იქ ყველაფერში ხმა იყო ზღაპრის.
იყო და არა იყო რა მაშინ…
იქ სიყვარული ამბად ხდებოდა,
ღმერთს ვუჯერებდით ცოდვილნი თურმე და
სიკეთის გარდა რა მოხდებოდა.
მადლიერება მეფობდა ყველგან,
იასამნებში თიბათვე ერის,
მზის ამოსვლა და ამონათება
იყო საწყისი სიკეთის ფერის.
გუშინ 22:30
იყო გრძნობები ადამიანთა,
სიყვარულის და ურთიერთ ზრუნვის,
იყო თვალები შემბრალებლური,
ყველაზე სათნო ღმერთამდე ბრუნვის.
იყო თვისება ამაყი ცამდე
უსასრულობის დასაწყისამდე,
იყო სიკეთე გამეფებული
მაღლა ციდან და დაბლა მიწამდე.
ადამიანნი აღარა მტრობდნენ,
ადამიანნი აღარ სცოდავდნენ,
ვნახე ეშმაკნიც გაკარგებულნან,
დიახ სიბოროტეს აღარ ბოდავდნენ.
ვნახე სიყვარული აყვავებული,
როგორც იები გაზაფხულისა
და სურნელება გადასდებოდა
ამ ჩვენს სამყაროს სიტყვად უფლისა.
მიმობნეული მე ვნახე მრწამსი
დაუსრულებელ ჰორიზონტამდე,
ვნახე მოკვდავი უკვდავებისთვის
როგორ იცავდნენ მცნებებს ლოდამდე.
გუშინ 22:30
ვნახე ჩაგრულნი იყვნენ აღარსად,
ვნახე არავის რომ აღარ შიოდა,
ვნახე ტკივილი რომელიც უკვე
კაცობრიობას აღარ სტკიოდა.
ვნახე აღარსად რომ აღარ იყო
ანგარება და თავყანისცემა,
ადამიანთა შორის ვიხილე
სიყვარული და პატივისცემა.
არ იყო ზიზღი ქვეყანას ზედა
არ იყო ბოღმა ადამიანში
და კაცთა შორის რომ სათნოება
იყო დალოცვილ დღე-ღამიანში.
იქ ერთგულება ვიხილე სუნთქვად
მარადისობა ყოველი წამის,
დიახ სიცოცხლეს ჰქონდა ფერები
დღეს ნოსტალგია ყოველი ღამის.
ვნახე რომ ხალხი ზრუნავდა ხალხზე
როს გამორჩენა არ ედო ფასად,
დიახ ტყულიც ვეძებე ყველგან
მენდეთ ასეთი არ იყო არსად.
გუშინ 22:30
იცით?… სიყალბეც ვერ ვნახე ვერსად,
ანგელოზები ხარობდნენ ცაში,
მახსოვს რომ ქვეყნად მხოლოდ სიკეთე
და სიალალე მეფობდა მაშინ.
არა, ბოროტიც არ იყო არსად
ღიმილს ვხედავდი ყველგან სულისას,
დიახ ტირილი თუ არსებობდა
იყო ცრემლები სიხარულისა.
ამპარტავნობის მაგივრად ვნახე
გამეფებული უბრალოება,
ჯარისკაცები უიარაღოდ
ვნახე რომ ქმნიდნენ უკვდავ დროებას.
ვნახე რომ ქვეყნად არ იყო ომი
მშვიდობა იყო ყველა ერთისთვის,
დედამიწას კი ეწერა ასე:
დაკეტილია ჯოჯოხეთისთვის !!!
დიახ სამოთხეს გაუმარჯვია
ოდეს დაწყევლილ იმ ცოდვილ დღეზე,
ჩვენ შეგვიძლია გამოვანათოთ
გულში ხომ სითბო დიდი გვაქვს მზეზე…
ადამიანნი ვნახე ასეთნი
ბუნებას შვილივით უვლიდნენ ყველგან,
გამომეღვიძა მძინარეს ისევ და
ვხედავ რომ თავთან კვლავ მიზის დედა.
ჩავხედე თვალებს დედისას ალალს
და დავინახე ზრუნვა ღმერთისა,
უფალო ღმერთო რარიგ დიდი ხარ
მე ამას ჩავწვდი მე ეს მეღირსა.
რომ სიყვარული ეს შენ ხარ თვითონ
ადამიანთა ცხოვრობ გულებში,
ბედნიერი ვარ გიპოვნე რადგან
აღარ დაგეძებ მაღლა ღრუბლებში.
მე სიყვარული მინდა რომ გავცე
მინდა სიკეთე გავიღო მარად,
მინდა რომ ქვეყნად მეფობდეს სითბო
და ეს ხდებოდეს მარად და მარად.
მინდა ვირწმუნო მე ჩემი სიზმრის
მინდა სიკეთე ყველგან ხდებოდეს,
მინდა რომ სითბოს და უბრალოებას
ადამიანნი საქმით ყვებოდნენ.
გუშინ 22:31
მინდა ვირწმუნო მე ჩემი სიზმრის
მინდა სიკეთე ყველგან ხდებოდეს,
მინდა რომ სითბოს და უბრალოებას
ადამიანნი საქმით ყვებოდნენ.
მინდა რომ მქონდეს მე ამის რწმენა,
მინდა მჯეროდეს იმ ერთი ღამის,
მინდა ვცხოვრობდე სიზმარში უკან და
დაუსრულებლად მესმოდეს ამის…
რომ ეს სიტყვები კაცობრიობის
მოსულა ჩემში ლექსების… არსად,
დიახ ვიბრძოლებ სიკეთისათვის
არ მეშინია არ წავალ არსად!
ვდგევარ და ვამბობ: აქა ვარ ღმერთო,
ერთი ცოდვილი დაბადებიდან,
დიახ ვიცხოვრებ ისე რომ როგორც
თავისუფლება მოდის მთებიდან.
გამიღეთ გული გადაკეტილი,
გამინაწილეთ სითბო რომელიც,
გარგუნათ ღმერთმა რომ გიდევთ სულში
და დაგიმალავთ გრძნობა რომელიც.
ის რომ ღვთიური გამონათების
გადაბნელების არ გვაქვს უფლება,
გახსენით ფარდა სიკეთეს სულში
მიეცით სუნთქვის… თავისუფლება.
დიახ მე მწამს რომ არა ვარ მარტო,
ამ ქვეყანაზე არ ვარ ეული,
ბინძურ მიწაზე ბევრია ვისთვისაც
სიკეთე არის გამორჩეული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев