მერი, იმ ღამეს "სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერე ინტერნეტს აგინე დედა.
აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და ამ სმაილის მწუხარე სახე
გევედრებოდა: "გეყო, გაჩერდი”
იწვოდა გაზის ქურაზე კერძი,
იდგა მიმწვარი ხახვის სურნელი
ეს ინტერნეტიც გამოდგა ვერძი,
სიჯიუტისგან განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი,
მერი, ძვირფასო, შენი გინება…
არ გეკადრება, მაგრამ ჰო, ვიცი
უნდა თქვა ის რაც გეთქმევინება…
ჩაირთო…"ჩატში” ვიღაც გიცდიდა,
პოეტურ ხელით სიტყვებს ქარგავდა,
შეყვარებული იყო ის დიდად,
შეხვედრაც გთხოვა, ცუდ კაცს არ გავდა.
სახლიდან გასულს ნიავი, ქარი,
"რუსთაველისკენ” მიგაქანებდა
რომ გეცნო, ხელში ეჭირა ქნარი
და… გული შენი გრძნობას დანებდა.
ბილეთის ყუა შემოგიხიეს
თავი მიადე მხარზე ნატიფი
ჰო, გადალახეთ უკვე ლიხი ეს!
მან ჩაიღიმა, იყო რა ტიპი…
ასე მდუმარედ უცქერდით დიდხანს
ქვეყნის აღსასრულს კინოეკრანზე,
თქვენს წინ ვიღაცა მელოტ თავს იფხანს
თუმც გადარდებდა ახლა ეგ რაზე?
თქვი: "ჩემი ქცევა…არაარ მომწონს
ცუდს გაიფიქრებს, ჩემზე ახია”
და ფილმის შემდეგ როცა დაშორდით,
იმ წუთის მერე არც გინახია…
…
წვიმდა და წვიმის წვეთები ხშირი,
მღეროდნენ, მათი ხმა იყო მჟღერი,
შენ თხოვდებოდი, ხოლო იმ კაცმა,
ლექსი მოგიძღვნა, უწოდა "მერი”…
გადაკეთებული ვერსიაა 2013 . ცოტა მხიარული განწყობა შეგიქმენით იმედია :) :)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев