#ოცხობილა
#თხილით
მოსამზადებლად დაგვჭირდება:
420 გრ ფქვილი
150 გრ დაფქული თხილი(ან ნიგოზი)
150 გრ შაქარი
1/4ჩკ მარილი
ვანილი
300 გრ კარაქი
3 ან 4 კვ გული
#მოვამზადოთ:
ფქვილს დავუმატოთ შაქარი,მარილი,ვანილი,ავურიოთ და ჩავახეხოთ ცივი კარაქი.
მასა ხელით კარგად ამავფხვიეროთ + დაფქული თხილი (ან ნიგოზი).
დავუმატოთ კვერცხის გულები,თავიდან 3 დავუმატოთ,თუ გაგვიჭირდა ცომის შეკვრა ამ შემთხვევაში დავუმატოთ მეოთხე კვ გული(ერთიანად არ დავუმატოთ,რადგან კვერცხის ზომა არის სხვადასხვა).
შევკრათ ცომი,გავყოთ ორ ნაწილად,გავახვიოთ სათითაოდ ცელოფანში და დავასვენოთ მაცივარშე 2 სთ.
გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 5 მმ სისქეზე,ამოვჭრათ სასურველი ზომის და ფორმის ფიგურები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,ოდნავ ოქროსფრად უნდა შეიფეროს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев