#კლასიკური
მასალა:
500 გრ ფქვილი
7 გრ მშრალი საფუარი
10 გრ მარილი
50 გრ შაქარი
170 მლ რძე
170 მლ წყალი
200 გრ კარაქი(მაღალ %ნი)
🫶მომზადება:
გაცრილ ფქვილს დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები.
დავასხათ თბილი რძე+წყალი და მოვზილოთ ცომი 5_7 წთ განმავლობაში(ცომი ოდნავ ეკვრის ხელს,მაგრამ არ დაუმატოთ მეტი ფქვილი).
თუ გამოიყენებთ აქტიურ საფუარს წინასწარ გახსენით თბილ რძე-წყალში და აცადეთ გააქტიურდეს,მე გამოვიყენე სწრაფი და პირდაპირ დავუმატე ფქვილს.
შევფუთოთ ცომი საკონდიტრო ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში რამდენიმე სთ(მე მთელი ღამე გავაჩერე).
რბილი კარქიც 2 ფენა საცხობ ქაღალდში გავაბრტყელოთ 20/40_ზე და მოვათავსოთ ესეც მაცივარში რამდენიმე სთ(მთელი ღამე).
მეორე დღეს(რამდენიმე საათში)ცომი იქნება უფრო მყარი და ხელზე არ მოგვეკვრება.
გავაბრტყელოთ 40/40 ზე, მოვათავსოთ ზედ უკვე მყარი კარაქი და გვერდები გადავუკეცოთ,რომ კარაქი ზუსტად დაფაროს ცომმა.
გავაბრტყელოთ სიგრძე_სიგანეზე 60/30 _ზე და გაგადავკეცოთ ორჯერ.მოვათავსოთ საყინულეში 15 წთ.
ასე ვიმეორებთ სამჯერ.
ბოლოს ვაბრტყელებთ ისევ 60/30 სმ ზომაზე,ვჭრით სამკუთხედ ფორმებად(ფართო მხარე 8_10 სმ),ხელით კარგად დავჭიმავთ თითოს და გადავახვევთ(შეგიძლიათ მოათავსოთ გულსართი)
კრუასანებს ვათავსებთ საცხობ სინზე და გავაჩეროთ სითბოში 20 წთ.
გადავუსვათ კვერცხის გული რძით ან წყლით და გამოვაცხოთ 10 წთ 200 გრადუსზე + 15 წთ 180 გრადუსზე ჰაერით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев