❗️
პოსტოს ავტორი ,ჯგუფის ადმინისტრატორი#ლალიკომესხია ❤️
წლებია არ გამომიცხვია და არჩევანი ლელა ბექაურის რეცეპტზე შევაჩერე. ლელას შუ აქვს გამომცხვარი ამ რეცეპტით, მე ეკლერები მოვამზადე.
ზეთმა მშვენივრად ჩაანაცვლა კარაქი. მართალი გითხრათ პირველ ჯერზევე გამოგივიდა საუკეთესო.
მადლობა ლელას ამ რეცეპტისთვის!
ვაკოპირებ რეცეპტს:
ერთი ნახევარლიტრიანი ქილა წყალი ჩავუშვათ სქელძირიან ქვაბში,დავამატოთ დანის წვერით მარილი,ერთი ს.კოვზი არაყი და 250 გრ.უსუნო ზეთი.თუ არ გინდათ ზეთი მაშინ 250 გრ კარაქი.რომ ადუღდება ერთიანად ჩავაყაროთ წინასწარ გაცრილი ფქვილი ერთი იგივე ნახევარლიტრიანი ქილა რომლითაც ჩავასხით წყალი.სწრაფად ვურიოთ,შეიკვრება ცომი გუნდასავით,მოსცილდება ქვაბის კედლებს. მოვშუშოთ დაბალ დეცხლზე 10 წუთი.გადმოვიღოთ ჯამში გავაგრილოთ 20 წუთი და შევურიოთ ეტაპობრივად დაახლოებით 14 კვერცხი.ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით რადგან ცომის სისქე უნდა დადგეს როგორიცაა მაგალითად სქელი მოხარშული კრემი.ღუმელი წინასწარ ცხელია 230 გრადუსზე ზედაქვედა წვით.კალკაზე დასვამთ და გამოაცხობთ.კრემი მიდევს ჯგუფში მიხარშული რძის.რამდენი შუ გამოდის?ეს დამოკიდებულია რა ზომისას დასვამთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев