მაშ ასე,მოგართვით ტორტი,,რაფაელო"
🌸ბისკვიტი
კვერცხი-6ც
შაქარი-240გრ
ფქვილი-200გრ
გამაფხვიერებელი-2ჩ.კ
ზეთი-50მლ
გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად გათეთრებამდე.შემდეგ დავუმატოთ ფქვილი,გამაფხვიერებელი ეტაპობრივად და ამოვურიოთ კოვზით ფრთხილად.ბოლოს დავუმატოთ ზეთი.ვაცხობთ 30წთ.150გრადუსზე,ზედა-ქვედა+კონვექცია.აკონტროლეთ თქვენი ღუმელის მიხედვით.ფორმის ზომა 26სმ .დიამეტრი
🌸ბეზე
ცილა-3კვერცხის
შაქარი-120გრ
ქოქოსის ფანტელი-100გრ
გამაფხვიერებელი-1ჩ.კ(არასავსე)
ცილა ავთქვიფოთ გამყარებამდე,დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ შაქრის გადნობამდე,ბოლოს დავუმატოთ ქოქოსი და გამაფხვიერებელი და კოვზით ამოვურიოთ ფრთხილად .ვაცხობთ 170გრადუსზე 35წთ.
🌸კრემი
კვერცხის გული-3ც
შაქარი-2ჭ(200გრამიანი)
ფქვილი-8-10კოვზი(კარგად სავსე)
მწ.მარილი,ვანილი
კარაქი-250გრ
რძე-1ლ
ავთქვიფოთ გულები შაქართან ერთად,დავუმატოთ ფქვილი,მწ.მარილი,რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე,რომ წამოდუღდება გამოვრთოთ,დავუმატოთ ვანილი.დავაფაროთ ცელოფანი კონტაქტურად და გავაგრილოთ.გაგრილებული თითო კოვზო ბით შევათქვიფოთ წინასწარ გათქვეფილ კარაქს .ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ,დავნამოთ რძე+შაქრის პუდრა,წავუსვათ კრემი,შემდეგ დავადოთ ბეზე,ისევ კრემი ,მოვაყარე დაჭრილი,მოხალული ნუში.ბოლოს მეორე ფენა და ისევ კრემი.მოვრთოთ სურვილისამებრ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев