შეფასება თქვენზე,გულწრფელად გისურვებთ მშვიდობას!🙏
,, ზღაპარი"
3ც კვერცხი
300გრ შაქარი
300მლ რძე
5სკ თაფლი
2ჩკ სოდა (სავსე)
150გრ კარაქი
700-800 გრ ფქვილი +-
მწკ.მარილი
10 სკ კაკაო (მუქი)
მომზადება:
შეარჩიეთ სქელძირიანი ქვაბი და რას მთავარია ღრმა იყოს რათა სოდის შერევისას მასამ გაფუება იცის🥰
კაკაო და შაქარი ავურიოთ კარგად+რძე,მარილი გავაერთიანე მასა შემოვდგი დაბალ ცეცხლზე წამოდუღდა თუ არა შევურიე კარაქი და თაფლი მერე სოდა😊სისტემატიურად ურიეთ დაახლოვებით 5-7 წთ. გადმოიღეთ გააგრილეთ ცოტა შეუირეთ კვერცხი სათითაოდ და კარგად გახსენით!მიიღებთ ერთგვარივან მასას და მერე შეურიეთ პორციებად ფქვილი მიიღებთ წებოვან მასას 😍
‼️არ ჩაყაროთ ფქვილი ერთიანად‼️
როდესაც ცომი გაცივდება უფრო მკვრივდება ამიტომ ზედმეტი ფქვილით გამოვა მაგარი ფენები მოცემულ რეცეპტით კი უნდა გამოგივიდეთ ადვილად დამყოლი ცომი,რომელიც არ დაგეხევათ და არ გაგაწვალებთ გაბრტყელებისას კი შეგიძლიათ მოიხმაროთ მცირე რაოდენობის ფქვილი‼️სულ გამოვიდა 6 გუნდა, აქედან 5 დიდი ფენა და მე-6 პატარა ზემოდან მოსაყრელად.
ვაცხობთ 200გრდ. 32 სმ ფორმაში😊
კრემის მომზადება😊
მოგეხსენებათ ამ ნამცხვარს უხდება ბევრი კრემი!
3 ც კვერცხი( მთლიანი)
350 გრ შაქარი
500 გრ კარაქი
120გრ სიმინდის სახამებელი
1ლ რძე
ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
კვერცხი გავთქვიფოთ, შევურიოთ სახამებელი და შაქარი მივიღოთ ერთიანი მასა დავასხათ ცხელი რძე და მოვურიოთ კიდევ კარგად, შაქარი გავადნე ბოლომდე და საცერში გავატარე შემდეგ მოვადუღე ფაფა რამოდენიმე წუთი წამოდუღდა და გადმოვიღე სხვა თასში გადავაკარი კონტაკტურად სამზარეულოს პარკი და გავაციე კარგად😊
კარაქი დავამუშავე მიქსერით დაახლოებით 10 წუთი და მოხარშული ფაფა რომ გაცივდა ჯერ გავთქვიფე ცალკე შემდეგ კი თითო კოვზი შევურიე+ ვანილი 👌ეცადეთ რომ კარაქი და მოხარშული ფაფა იყოს ერთი ტემპერატურის აუცილებლად!
მერწმუნეთ არის ძალიან ფაფუკი და უგემრიელესი😊
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев