Предыдущая публикация
დაგებედები! კიდევ ერთხელ!..ისევ თავიდან!..
შენი არსიდან,ჩემს სულამდე ზღვარი არ არის!..
დამებედები! მე სხვა მეკვლე უკვე არმინდა!
ისევ შენ უნდა დამითბილო ცივი ზამთარი!..
დაგებედები!მერამდენედ უკვე არ ვითვლი!..
შენი თვალები ვარსკვლავებად ცაშიც გამყვება!..
ჩემს გულში არის სამუდამოდ შენი ადგილი
ცხადიდან ძილში ჩემი სახე ისევ ჩაგყვება!..
დაგებედები! ჩემი ხარ და თხოვნა არც გინდა...
დაგებედები,ვიცი უკვე შენი ჩვევები...
შეცვალე ისევ ეს სამყარო ჩემთვის თავიდან!
ახალი წლიდან დავითვალოთ ისევ თვეები!
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев