ყველას უყვარს მგონი. მარხულები ვერა მაგრამ არამარხულებისთვის იყოს მაინც... მოკლედ 250.მლ რძე შევათბე და გავხსენი 8გრ მშრალი საფუარი, დავუმატე 70 გრ შაქარი გავხსენი კარგად და დავაყოვნე 15 წუთი მერე დავამატე მწიკვი მარილი,1ც ვანილი, 2კვერცხი და 70 გრ გამლღვარი კარაქი,კარგად გავხსენი და დავამატე ფქვილი ,დავიწყე მოზელვა ,დავუმატე 2ს/კ მაიონეზი და ფქვილი სანამ ჩვილი ცომი არ გამოვიდა სულ დამჭირდა 550გრ ფქვილი . ბოლოს გადავზილე ზეთით და დავაყოვნე სითბოში 1საათი .შემდეგ გავაბრტყელე, წავუსვი 70გრ კარაქი და მოვაყარე პირსავსე 1ს/კ დარიჩინში არეული 3ს/კ შაქარი გადავახვიე რულეტივით დავჭერი და მოვაწყვე საცხობ ქაღალდიან ზეთწასმულ ფორმაში. დავაყოვნე ნახევარი საათი და ვაცხვე 180 გრადუსზე 35 წუთი. ბოლოს მოვასხი სიროფი. 4ს/კოვზი შაქარი,50მლ წყალი და 1ჩ/კ ლიმონის წვენი წამოვადუღე დაბალ ცეცხლზე 7წუთი გავაციე და მოვასხი ცხელ ფუნთუშებს. სულ ეს არის ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев