არავითარი მედოვიკ-მადონა🙈
მოკლედ მეგობრებო მე ორიგინალ კოპს დავურთავ..კრემი მე ჩავანაცვლე მოხარშული+კარაქი თუმცა მითითებულ რეცეპტში,სხვა კრემია გამოყენებული,ამიტომ რომელიც თქვენ გემოვნებაში ჯდება ისეთი კრემი გამოიყენეთ🥰კიდევ მე მოვამზადე ხუთი ფენა 😊საცხობი ფორმის მიხედვით აკონტროლეთ გუნდების რაოდენობა🥰
Tamo შენთან ვერ მოვედი და სახლში ვიგემე მადლობა დიდი🥰🥰
მოინიშნეთ🫶
ძველი გემო 👌
მოსამზადებლად საჭიროა:
კვერცხი 5 ც
შაქარი 300 გრ ( 15 ს/კ)
თაფლი 4 ს/კ
კარაქი 150 გრ
სოდა 3 ჩ/კ
ფქვილი 850 გრ ( აკონტროლეთ )
კრემი:
კარაქი 400 გრ
მოხარშული შესქ.რძე 3 ქილა
ვანილი 3ც
მომზადება:
ქვაბში მოვათავსოთ, კვერცხი ,შაქარი, თაფლი, სოდა და კარაქი ,დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვურიოთ განუწყვეტლივ, როგორცკი მიიღებს კარამელისფერს , გადმოვდგამთ ცეცხლიდან , ცხელსვე დავუმატებთ ფქვილს , გავყოთ 7 ნაწილად, საცხობი ფორმა 33 სმ.
საცხობ ქაღალდზე, მოვაყარე ფქვილი; გავაბრტყელე და დავჩხვლიტე, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ორივე ცხობაზე , 170-180°ზე 3-4 წთ დაახლოებით.
შემდეგ მოვამზადოთ კრემი:
ავთქვიფოთ, ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავუმატოთ შესქ.რძე, ბოლოს კი ვანილი.
ფირფიტები დავკრემოთ, გავაჩეროთ ერთი დღის განმავლობაში, არის ფაფუკი, რაც მთავარია უგემრიელესია 🤗❤
ძალიან მოგეწონებათ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев