ბისკვიტის მასალად საჭიროა
კვერცხის გული - 10 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
გამდნარი მარგარინი - 300 გ
სოდა ძმრით - 1 ს/კ
მარილი - მწიკვი
ვანილი
ფქვილი - 5 ჭიქა
ბეზე:
კვერცხის ცილა - 10 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
ვანილი
კრემი:
მარგარინი - 300 გ
შესქელებული რძე - 1 ცალი
თაფლი - 2 ს/კ
ვანილი - 1 ცალი
ქიშმიში და ნიგოზი (თხილი, ნუში) - გემოვნებით
მომზადების წესი
კვერცხის გული და შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ გამდნარი მარგარინი, სოდა ძმრით, მწიკვი მარილი,ვანილი და 5 ჭქა ფქვილი.
.ცომი გავყოთ სამ ნაწილად .
გავაბრტყელოთ საცხობ ქაღალდზე ,ზემოდან წავუსვათ ბეზე ერთი წილი, მოვაყაროთ ქიშმიში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 40 წუთი, დავასხათ ბეზე და გამოვაცხოთ. ასევე ცხვება დარჩენილი 2 ფენაც.
ბეზე:
კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი და გავყოთ 3 ნაწილად.
კრემი:
მარგარინი ამოვიყვანოთ შესქელებულ რძესთან ერთად , დავუმატოთ თაფლი, ვანილი, წავუსვათ ფენებს, მოვასხათ მინანქარი და მოვრთოთ ქიშმიშით, ნიგოზითა (ან თხილი) და მინანქარით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев