#მასალა
3 კვერცხი,
300 გრამი შაქარი,
150 გრამი კარაქი,
1 ცალი ვანილი,
6 სადილის კოვზი ზეთი,
500 გრამი რძე,
200 გრამი ანადუღარი,თბილი წყალი,
1 სადილის კოვზი და+ ნახევარი სადილის კოვზი
მშრალი საფუარი,
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი,
ფქვილი იმდენი,რამდენსაც მოითხოვს
ჩამონათვალი სითხე,უნდა იყოს ნაზი,ჩვილი ცომი,უნდა გქონდეთ
1 კილო და 500 გრამი იმ წუთას გაცრილი
უმაღლესი ხარისხის ფქვილი,შეიძლება
სულ არ დაგჭირდეთ.
ნებისმიერი ხილის ხილფაფა.
#მომზადება
თასში მოთავსებულ 700 გრამ ფქვილს
დავამატე საფუარი,ვანილი,წინასწარ ათქვეფილი გოგლიმოგლი და ასევე თბილ რძესა და წყალში გახსნილი
კარაქი,მოვზილე ჩვილი ცომი,ეტაპობრივად ვამატებდი ფქვილს,იქამდე,სანამ ნაზ,რბილ
ცომს არ მივიღებდი.
ცომი მოვზილე დაახლოებით 10
წუთის განმავლობაში,შემდეგ შევფუთე თბილად და ამოვაფუვე,ისევ ჩავზილე,
და მეორედ ამოფუების შემდეგ დავყავი
გუნდებად,ზოგი მრგვალად და ზოგი
მოგრძოდ,რომლებიც განვალაგე
ზეთწასმულ,საცხობ ფორმაზე და გამოვაცხვე 200 გრადუს ტემპერატურაზე.
მოგრძო ფორმებს ჩაის კოვზიზთ შუაში დავამატე ჩემს მიერ მომზადებული
კომშის ჯემი და გვერდებზე მოვაყარე
შიგთავსი,რომელიც მოვამზადე ფქვილის,შაქრისა და კარაქისაგან.
ეს სამი მასალა ერთმანეთში კარგად ავაფხვიერე.
გამომივიდა 16 ცალი ფუნთუშა,
აქედან 7 ჯემიანი,დანარჩენი უჯემოდ.
მოყვარულებს შეგიძლიათ წინასწარ
დამბალი ქიშმიში მეორე ჩაზელვიზ
დროს დაუმატოთ,ჩემთან დიდად არ გიჟდებიან....
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით,
ამ დღეებში ვაპირებ კვერცხისა და
რძის გარეშე (მხოლოდ წყლით)
მომზადებას,რომელსაც რა თქმა უნდა
გაგიზიარებთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев