Предыдущая публикация
ნუ გრცხვენია ქალბატონო,
საკუთარი ფიქრების,
მართალი ხარ, ახალგაზრდა
მუდამ რომ არ იქნებით...
გაიღიმე ქალბატონო,
მოიცილე დარდები,
სხვამ თუ არა,საკუთარ თავს
შენ მიართვი ვარდები...
შეიყვარე შენი თავი,
სწორედ სხვებზე ძალიან,
და სულ მუდამ სხვის ზრუნვაში,
სევდისფერნი არიან....
შეიძინე ის რაც გინდა...
წადი სადაც გული გთხოვს,
გაზაფხული თავად შექმენ,
დარდები კი მუდამ თოვს...
ქალბატონო მშვენიერო,
ღმერთის სათნო არსება,
დამიჯერე, მოინდომე,
ყველა ნატვრა ახდება...
გავა წლები და სარკიდან,
სხვა შეგხედავს თვალებში,
და ცხოვრების ტკბილი წლები,
დამთავრდება წამებში...
/ნათია ბაღაშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2