„მინდა იცოდე, რომ მომენატრება გასახდელში შენთან საუბრები, შენი რჩევები და ყველაზე მეტად, მოედანზე შენი ხუმრობები. შენ უნიკალური და შეუცვლელი ხარ. მეცინება, როდესაც ხალხი „ახალი პუიოლის“ შეძენაზე საუბრობს. ეს ძიება უაზროა, რადგან შენი შემცვლელის პოვნა შეუძლებელია.
ეს დღეც მოვიდა. შენ მიდიხარ. ასეთია ცხოვრების კანონი. ჩემთვის, საკუთარი თავის „ბარსელონაში“ უშენოდ წარმოდგენა შეუძლებელია. თუ უკან მოვიხედები, პარიზისა და რომის ფინალებიდან პირველი შენს თავს ზემოთ აწეული ჩემპიონთა თასი გამახსენდება. „უემბლიზე“, შენ ეს პატივი აბის დაუთმე, რამაც უფრო დიდ პიროვნებად გაქცია. ჩემმა თაობამ და უფრო ახალგაზრდებმა არ იციან, რას ნიშნავს „ბარსა“ „პუის“ გარეშე, რომელსაც კაპიტნის სამკლაური უკეთია და ზურგზე 5 ნომერი აწერია. არა მგონია, მსგავსი რამ კიდევ მოხდეს.
ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, შენ იყავი კაპიტანი და კლუბის სიმბოლო, ხოლო მე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სამყაროს ეცნობოდა. პირველივე დღიდან, ჩვენ გვქონდა გულღია ურთიერთბა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. შენთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ თუ როდესმე ფეხი დამიცდებოდა, შენ იქვე გაჩნდებოდი და გადამარჩენდი. შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. მადლობა ყველაფრისთვის, პუი.“
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев