Предыдущая публикация
ცა აივსება თეთრი ვარდებით,
მე ამ თოვლივით ათასჯერ მოვალ
და შენც ათასჯერ შეგიყვარდები.
მოვა წვიმა და შუქმოელვარე
ზეცა შენს თვალებს მოჰპარავს ფერებს
და თუ ათასჯერ ცრემლად იწვიმებ,
მე შენ ათასჯერ შეგიშრობ ცრემლებს;
მომეპარება ბინდ-ბუნდში ღამე
შუქურ- ვარსკვლავად კვლავ ამენთები,
მე თუ ათასჯერ შემოვიღამებ,
ათასჯერ ისევ გამითენდები;
და თუნდაც ზეცა რისხვას გვახლიდეს,
ქვეყნად დაემხოს ყველა ტახტები,
თუნდაც ათასჯერ წახვიდე ჩემგან,
ათასმეერთედ ჩემი გახდები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев