Предыдущая публикация
კვლავ შემოაღებ ჩვენი ქოხის კარებს ნისლიანს...
შენს ლამაზ თვალებს შევადარებ დილის ალიონს...
შენს ნაზ ღიმილს კი გაზაფხულის დილას ნამიანს...
შეგეგებები კვლავ გულსავსე ლაღი ვნებებით...
უსაზღვრო დარდებს გავაქარვებ შენი ალერსით...
დავეწაფები მონატრებულ ბაგეს მთრთოლვარედ...
შენს ნაზ ალერსში უსასრულოდ ჩავიძირები...
და მერე გეტყვი როგორ გავძელ დარდით უშენოდ...
როგორ მაკრთობდა შემოდგომის ცივი ღამენი...
შემზე ნატვრაში როგორ უზომოდ მეტირებოდა...
როგორ გნატრობდი სიყვარულით ამ ცივ ღამეში...
გელოდებოდი... და ეს ნატვრა როგორ ამიხდა...
წვიმიან დილას მონატრების ახდა ზმანება...
შემოაბიჯე კარის ზღრუბლზე ისე საოცრად...
წამში გაქარწყლდა მონატრების დარდი, ვაება...
11.08.2019
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев