თუ სიყვარული ზაფხულია -- ქურქს რატომ ვეძებ, როცა გარეთ მზე წვიმს და სიცხე ადიდდა.
თუ სიყვარული შემოდგომაა -- რატომ მშია, როცა ყანებს ზედ კბილის წინ უმწიფთ ნაყოფი.
თუ სიყვარული ზამთარია -- მაშინ გაზაფხული რატომ არის, ან ზაფხული რატომ არის, ან შემოდგომა. რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას.
ხან სიყვარული ისე მაღლაა --
თავის მოკვლაც აღარ გინდება,
ამოსული სულიც ვერ შეწვდება იმ სიმაღლეებს.
ამიტომაც შენს თავში ზიხარ,
მოწყენილი. უიარაღო.
როგორ უნდა გაზომო სიყვარული,
როცა ნაბიჯებით ითვლი
ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ.
ამიტომაც არავინ იცის მისი სიგრძე.
რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев