მათ სახლთან ახლოს იყო პატარა ბილიკი რომელიც სასაფლაოზე გადიოდა.ისინი აძვრნენ სასაფლაოზე მყოფ გვერდიგვერდ მდგარ ხეებზე. ორივეს ხელში ქვევით ჩაწეული ანკესი ეჭირათ და მსხვერპლის გამოჩენას ელოდებოდნენ.რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიარა კაცმა, რომელსაც ქუდი ეხურა. იმ ხეებთან რომ ჩაიარა მისი ქუდი ანკესს წამოეგო და ბიჭებმა უცბად ზევით ასწიეს, კაცი კი შეშინებული გაიქცა. ბიჭებს ძალიან მოეწონათ ეს ხუმრობა და გამეორება გადაწყვიტეს. უცბად მათ დაინახეს შავი ჩრდილი რომელიც უახლოვდებოდათ. როდესაც ეს შავი ჩრდილი ახლოს მოვიდა ბიჭებმა სწრაფად ჩაწიეს ანკესები და სწრაფადვე ამოწიეს. ამოწევის დროს მათ გაიგონეს რაღაცის მოგლეჯვის ხმა. როდესაც მათ ანკესები ამოწიეს დაინახეს რომ მასზე თავი იყო წამოგებული. \Cat Morton/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев