კომპანიას ჯეფ და მარკ ბეისები მართავდნენ. აქ რეპერმა სადებიუტო დისკი, Infinite ჩაწერა, რომელიც Web Entertainment-ზე გამოიცა. [22] Infinite-ში მიმოხილული იქნა სხვადასხვა თემა, როგორიც იყო იმჟამად ახლადშობილი შვილის, ჰეილი ჯედ სკოტ მეზერსის აღზრდის პრობლემა, როდესაც თავად ემინემის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ამ პერიოდში ემინემის რეპის სტილზე გავლენა ჰქონდა Nas-სა და AZ-ს. მის შემოქმედებაში არ იყო კომედიური ძალადობრივი ირონია, რომელიც მოგვიანებით გამოიკვეთა. [23] Infinite-ით დეტროიტის დიჯეები არ დაინტერესდნენ. სხვადასხვა შეფასებასთან ერთად, მას უთხრეს: „იქნებ, როკ-ენ-როლში გეცადა ბედი?“, რის გამოც მან უფრო აგრესიული და ცუდი გუნებით გაჯერებული სიმღერების შექმნა დაიწყო. [12] ამ პერიოდში იგი და კიმი ცხოვრობდნენ რაიონში, რომელშიც კრიმინალის მაღალი დონე იყო. მათი სახლი რამდენიმეჯერ გაქურდეს. [12] რეპერს ჰქონდა დაბალანაზღაურებადი სამუშაო Gilbert's Lodge-ში (სენ კლერ შორზი, მიჩიგანი), სადაც იგი რეცხავდა და საჭმელს ამზადებდა. [24] ყოფილი უფროსი მას აღწერდა, როგორც სამაგალითო თანამშრომელს, რომელიც ხოლმე კვირაში, ჰეილის დაბადების შემდეგ ექვსი თვის მანძილზე 60 საათის განმავლობაშიც მუშაობდა. [11] შობამდე იგი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული: „შობამდე დაახლოებით ხუთი დღე რჩებოდა. მისთვის რამის საყიდლად სულ 40 დოლარამდე მქონდა.“[12] Infinite-ის გამოსვლის შემდეგ ემინემის პირადმა პრობლემებმა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ კულმინაცია წარუმატებელი თვითმკვლელობის სახით იქონიეს. [1] 1997 წლის მარტისთვის იგი კიდევ ერთხელ გააგდეს Gilbert’s Lodge-იდან. ემინემი კვლავ დედასთან ცხოვრობდა, კიმთან და ჰეილისთან ერთად. [11]
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев