მან ფსევდონიმად აიღო M&M, ხოლო უკანასკნელმა - Manix. M&M მოგვიანებით იქცა Eminem-ად. [1][11] ემინემი მალე ისე დაოსტატდა, რომ მზად იყო, მონაწილეობა მიეღო რეპ-შეჯიბრებში, რისთვისაც ხოლმე მეგობარ Proof-თან ერთად მეზობლად, ოსბორნის სახელობის სკოლაში იპარებოდა. [19] შაბათობით ორი მეგობარი ესწრებოდა ღია მიკროფონის შეჯიბრებს Hip-Hop Shop-ში, რომელიც West 7 Mile-ზე მდებარეობდა. ეს ადგილი ითვლებოდა დეტროიტის რეპ-სცენის ერთგვარ „ეპიცენტრად“. [12] ინდუსტრიაში ძირითადად შავკანიანები დომინირებდნენ, მაგრამ ემინემი ანდერგრაუნდში მოიწონეს. [1][20][21] სტროფის შედგენისას მას სჭირდებოდა სიტყვების გარითმვა, ამიტომ ემინემი ქაღალდზე გრძელ სიტყვებს ან ფრაზებს წერდა და ვარჯიშობდა ყოველი მარცვალის წარმოთქმაში. [18] მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შედეგი უმნიშვნელო იყო, ამ ვარჯიშებმა დიდი პრაქტიკა შესძინეს. [18] მზარდი პროფილისა და რეპუტაციის გამო იგი რამდენიმე რეპ-ჯგუფში მიიწვიეს. აქედან პირველი იყო New Jacks, რომელიც მოგვიანებით დაიშალა. ემინემი შეუერთდა Soul Intent-ს, რომელმაც 1995 წელს სინგლი გამოსცა. [1] მის ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდა Proof. ორმა რეპერმა ჩამოაყალიბა D12, რომელშიც სულ ექვსი წევრი შედიოდა. იგი უფრო წარმოადგენდა Wu-Tang-ის სტილის კოლექტივის, ვიდრე ხშირი მოღვაწეობის მქონე ჯგუფს. [12] კანონთან პრობლემები ემინემს პირველად 20 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც იგი დააპატიმრეს პეინტბოლის იარაღიდან მანქანიდან სროლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საღებავიანი ყუმბარები არ აფეთქებულა, იგი მაინც იქნა დაპატიმრებული. თუმცა, საქმის განხილვა შეწყდა, როდესაც მსხვერპლი სასამართლოში არ გამოცხადდა. [11]
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев