ალბომმა მას მოუტანა პირველი გრემის ჯილდო საუკეთესო რეპ-ალბომისთვის. იგივე ჯილდო მოიპოვა შემდეგმა ორმა ალბომმა, The Marshall Mathers LP და The Eminem Show, რამაც ემინემი აქცია პირველ შემსრულებლად, რომელმაც ეს ჯილდო სამჯერ ზედიზედ მიიღო. 2004 წელს მათ მოჰყვა კიდევ ერთი ალბომი, Encore. 2005 წლიდან ემინემი დროებით გაქრა. ახალი ალბომი, Relapse, მან მხოლოდ 2009 წელს გამოსცა. 2010 წელს გამოვიდა მისი მეშვიდე სოლო ალბომი Recovery. მან საერთაშორისო წარმატება მოიპოვა და დასახელდა 2010 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად, მოხვდა რა ერთ სიაში The Eminem Show-სთან ერთად, რომელიც 2002 წლის ბესტსელერი იყო. ემინემმა Relapse-ისთვის და Recovery-ისთვის მიიღო ორი გრემის ჯილდო, რამაც მის მიერ მიღებული გრემის ჯილდოების სია 13-მდე გაზარდა და შემსრულებელი აქცია ყველა დროის ყველაზე გაყიდვად რეპერად. [7] მისი შემდეგი ალბომი The Marshall Mathers LP 2 გამოიცემა 2013 წლის 5 ნოემბერს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев