არ მოგატყუოს, ქალი, რომ
ვარ - არ იფიქრო მე მოვტყუვდე...
შემიძლია ცა და მიწა მოგაძულო
და მერე თავს ამ ცოდვაში
გამოვუტყდე... ქალი, რომ ვარ - ეს
სინაზე ნუ მოგხიბლავს, ნურც ჩემს
ფიქრებს ნუ დაუთვლი არსებობას,
თორემ მერე ქალის გამო თავს
მოიკლავ, ან სიმთვრალე ჩაკლავს
სულის გამძლეობას... ქალის დარი
- ქალი ბევრი არის ქვეყნად,
მაგრამ ყველა ქალში მე არ
ვიკითხები, გამიფრთხილდი..! თუ
მიწამებ ერთადერთად, მერე ძალა
არ შეგრჩება - მივიწყების... ქალი,
რომ ვარ - სულში ვნებით
მეღვრებიან, ხასიათის არეული
ამინდები, ვერ გამიგებ, ვერ
მისწავლი გპირდები და მერე რომ,
ვერც შემელევი გაგიჟდები... ქალი,
რომ ვარ - ამან შენ არ მოგატყუოს,
ქალი, რომ ვარ - არ იფიქრო მე
მოვტყუვდე, შემიძლია ცა და მიწა
მოგაძულო და მერე თავს ამ
ცოდვაში გამოვუტყდე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев