Предыдущая публикация
უცნაურ თრთოლვას ზმანებების მწვანე ფერებით,
რამდენი ღამე უმოწყალოდ გავათევინე.
სასწაულ ხილვით ამ საოცარ მშვენიერების,
რამდენჯერ დარდსაც ჩემი თავი გავათელინე.
არ დამცდენია საყვედური და სამდურავი,
უდროოდ დაღლილს შემაშველე ხელი და თვალი.
როგორი სევდით ვბუტბუტებდი რა რიგ მწუხარი,
რომ გზააბნეულს მიმანიშნე სიკეთის კვალი.
ნუღა დამცინებთ ამნაირი ფიქრების გამო,
მეც მალე წავალ,ამ ქვეყნიდან ვითარცა მდგმური.
უფალო ჩემო,მე დღეს შენთან საუბარს ვლამობ,
რომ მიმოახლო შესაწირად მამულს ეს გული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев