ერთი უსახელო მდინარის პირას,ძველ და მიტოვებულ წისქვილში,სახელგანთქმული მქსოველები დაბინავდნენ,გრძელფეხება ობობა ჟოზე და მისი ცოლი-ჟოზეფინა.
არაფერი აკლდა მათ საცხოვრებელ კუთხეს,ყველაფერი წინ და წინ მოიქსოვეს:საბანი,ბალიში,ლეიბი,ზეწარი ,უზადო და საუცხოო ფარდები.ჭურჭლად და გამოსადეგ ნივთებად -ფოთლები,თხილის და კაკლის ნაჭუჭი,ხის ქერქი და რკოს ქუდები მოიმარაგეს,მიეცნენ უდარდელ ცხოვრებას....
მწერების შესაგროვებლად,მახლობელ ვაშლის ხეზე გამართეს აბლაბუდები და ყოველ დღე,ერთმანეთის მორიგეობით ამზადებდნენ მწერების წვნიანს,რომელსაც რკოს ჯამებში ისხამდნენ და მართავდნენ ვახშამ-ბაასს..
-წვნიანს მარილი აკლია ჟოზე!
-შენს გაკეთებულ წვნიანს ,მარილი საერთოდ არ აქვს ჟოზეფინა.
-შენ კი ჭურჭლის რეცხვაც კი არ იცი!გასარეცხად წაღებული,ან მდინარეში გიცვივდება,ან წვნიანის ნარჩენები რჩება ზედ,ან სახლში მოტანისას ამტვრევ....
- შენ კი ჭურჭლის რეცხვა საერთოდაც არ გამოგდის!იმიტომ,რომ....იმიტომ,რომ...გეზარება!დიახ,ნამდვილად გეზარება!
-თავი დამანებე შე ქაჩალო!
-ოხ,შენ ხომ ოქროს თმები გასხია ჟოზეფინა!...
ზარმაცი ცოლი შემხვდა-წუწუნებს ჟოზე.
აუტანელი ქმარი შემხვდა-წუწუნებს ჟოზეფინა...ჩემი მშობლების შვილი,ნამდვილად პრინცის საფერი ვიყავი...ო,ეს უკუღმართი ბედი,მაინც და მაინც ქაჩალ ჟოზეს გამაყოლა ცოლად....სიყვარული ნამდვილად ბრმა ყოფილა....
-ქალო ჟოზეფინა,ნუთუ ვერ ამჩნევ-მთელს ობობებში საუკეთესო ვაჟკაცი ვარ,შენ ჩემი ფასი არ იცი! შენ ობობა-ჟანს უნდა გაჰყოლოდი ცოლად,კოჭლს და მსხვილფეხას,შენზე დიდი სათვალე უკეთია და სიარულსაც ძლივს ახერხებს ...
-შენ კი მისი ცოლი-ჟანეტი უნდა მოგეყვანა ცოლად,დღეში ერთი ქვაბი მწერების წვნიანი არ ყოფნის ,ღორმუცელაა და სქელი,ყოველ დღე ,ერთი ზომით დიდ კაბას იქსოვს,რადგან წინა დღის მოქსოვლი ტანზე ეხევა სიმსუქნისგან....
ასეთ სულელურ კინკლაობაში გადიოდა დრო,შერიგდებოდნენ,ხელახლა წაიკინკლავებდნენ ,ისე,როგორც ნებისმიერ ცოლ-ქმარს სჩვევია.მაგრამ სულ ერთად იყვნენ,რადგან ერთმანეთი ძალიან უყვარდათ .სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი...
ერთ დღესაც,მწერების შესაგროვებლად გამოსულ ჟოზეს,ცოლის განწირული ხმა მოესმა;აი,უი,ვაი,ვუი,აი,აი,ვაიიიიიიი...ურჩხული,ურჩხული....ჩემი აღსასრულის დღე დადგა...
ვაიმე,ჩემი ჟოზეფინა! გულგახეთქილი გაიქცა ჟოზე ჟოზეფინასთან.ხედავს აცახცახებულ ჟოზეფინას და საზარელ ურჩხულს.....
მანდ რას უდგახარ..სასწრაფოდ გავიქცეთ ჟოზეფინა,ეგ ალბათ სათაფლიაში მობინადრე დინოზავრია,მაგრამ ,თუ დინოზავრები მილიონი წლის უკან გადაშენდნენ,ჩვენთან რა ჯანდაბამ მოიყვანა?
შიშისგან გაფითრებულ ჟოზეფინას გული წაუვიდა და ჟოზეც იქვე ჩაიკეცა...
სიცილით კვდება პატარა ხვლიკი-პუპუ;მხდალები,მშიშრები,როგორ ეშინიათ ჩემი,როგორ ცახცახებდნენ,როგორ კანკალებდნენ,როგორ ჩაიკეცნენ,ჰაჰაჰა....ჰიჰიჰი....
-გეყო ამდენი მანჭვა-გრეხვა!რამდენჯერ მითქვამს-ბოროტული გართობა ნუ იცი მეთქი პუპუ! - გამოეხმაურა ფერად ქვაზე გაწოლილი დედა ხვლიკი პუპუს.მეტი ბოროტება რაღაა,თუ უმწეო არსებებს გაუხეთქავ გულს...
-- ოხ,ჩემო დედიკო,რომ იცოდე,როგორ მოვიწყინე...იმდენად მოვიწყინე,მეტი აღარ შეიძლება,თუ დაჭერობანას მეთამაშები,ასეთ საქციელს აღარ ჩავიდენ...შეუღიტინა პუპუმ დედას და გაიქცა,დედა ხვლიკმა რა თქმა უნდა,არ გაუტეხა ხათრი და გაეკიდა პუპუს....
.
უეცრად,წვიმის წვეთები ჩამოყარა ცამ და გულწასული ჟოზე და მისი ცოლი ჟოზეფინა გამოაფხიზლა.
-ღმერთო,რა საშინელი დღე გვქონდა,რას წარმოვიდგენდი,თუ მილიონი წლის წინ გადაშენებული ურჩხული გვესტუმრებოდა სათაფლიიდან,...ცოტაც და მისი საზარელი ხახა გვშთანთქავდა,...
-ხო და,ჩემო ჟოზეფინა,ამიერიდან ნუღარ ვაწყენინებთ ერთმანეთს,ხომ ხედავ,დღეს თუ ხვალ,ჩვენ,ობობებსაც გვიქადის სიკვდილი.... —
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1