სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას"ფეხბურთელებს 14 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოუწევთ. ხუთივე მათგანი კი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ოსასუნა", "მილანი", "რეალ მადრიდი", "სელტა" და "ესპანიოლი" - ეს არის ჩამონათვალი იმ გუნდებისა, რომელთაც კატალონიელები დაუპირისპირდებიან.
"ოსასუნას" წინააღმდეგ გასამრთი მატჩი სტარტს 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს. ამის შემდეგ კი "ბარსელონას" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამარათავენ და მილანს ესტუმრებიან.
"მილანის" შემდეგ ფეხბურთელებს "ელ კლსიკო" ელით. შეხვედრა "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, სადაც ტატა მარტინო და კარლო ანჩელოტი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებაინ. ზუსტად 72 საათის შემდეგ გუნდი "ბალაიდოსის" მოედანზე ადგილობრივ გუნდ "სელტას" შეხვდება. მიმდინარე სეზონზე "სელტას" ღირსებას "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელები ფონტასი და ნოლიტო იცავენ, ამავე კლუბშია განათხოვრებული რაფინიაც, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი ლუის ენრიკეა.
"სელტას" შემდეგ, პირველ ნოემბერს ტატა მარტინო კაირიერაში პირველ კატალონიურ დერბის გამართავს. შეხვედრა "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 23:00 საათზე ჩატარედება.
ამის შემდეგ კი ფეხურთელები დამსახურებულ ხუთდღიან შესვენებაზე გავლენ. დაბრუნებისას კი პირველივე შეხვედრას "კამპ ნოუზე" გამართავენ, სადაც "მილანს" უმასპინძლებენ. ნოემბრის სანაკრებო შესვენებადე კი გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев