ადრიანოს თქმით, ხშირი როტაცია კარგია როგორც გუნდისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის.
- რა აკლია გუნდს ძველებული დიდების დაბრუნდებამდე?
- მოვლენების ამჟამინდელი განვითარებით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ წინ გრძელი სეზონი გველის და კიდევ უფრო განვითარება გვმართებს. თამაშის მიმდინარეობა უკეთ უნდა ვაკონტროლოთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, თამაში მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ.
- ბოლო 13 დღეში 5 თამაში ჩაატარეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის დროის ეს მონაკვეთი?
- მნიშვნელოვანია, რომ კარგი ფორმა შობამდე შევინარჩუნოთ. შემდეგ, მცირე ხნით დავისვენებთ, საქმეს დავუბრუნდებით და შევეცდებით, კვლავ კარგად ვითამაშოთ. საჭიროა, ყოველ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. ამჯერად, ეს „ოსასუნაა“.
- ეს გამოთქმა კლიშეა, მაგრამ სიმართლეს შეესაბამება?
- შესაძლოა, ეს მართლაც კლიშე იყოს, მაგრამ თუ ყოველ მომდევნო მეტოქეზე არ ვიფიქრებთ, მოვდუნდებით. ასეთ თამაშებში ქულების დაკარგვა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ტიტულის დაკარგვად დაგვიჯდეს.
- „ელ კლასიკო“ ყოველთვის მოტივირებულს გხდით, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ, კიდევ უფრო მოტივირებულნი ხომ არ ხართ?
- უდავოდ. გვინდა, მიმდინარე სეზონში მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. ვიცით, რომ ფიზიკურად უკეთ ვართ მომზადებული და კარგად ვიცით, რაც გვინდა.
- რა წვლილი მიუძღვის გუნდის კარგად თამაშში ტატა მარტინოს?
- მან ჩვენ საკუთარი თვის რწმენა დაგვიბრუნა. ახლა, მეტოქეზე პრესინგს კვლავ ვანხორციელებთ. მწვრთნელისთვის ბურთის დაბრუნება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის მსგავს საკითხებზე მუშაობს და გვჯერა, რომ ჩემპიონთა თასის კვლავ მოგება შეგვიძლია. გარდა ამისა, ვაპირებთ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტიტული მოვიგოთ.
- ფეხბურთელს ყოველთვის სურს თამაში. როგორ ეგუებით როტაციას?
- მშვენივრად. თამაში ყოველთვის გვინდა, მაგრამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებთ. ეს სასიკეთოა არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც.
- ნეიმარის ფორმამ ხომ არ გაგაკვირვათ?
- ვინც მას ვიცნობდით, ყველამ ვიცოდით, რომ ის ევროპაში ისეთივე იქნებოდა, როგორც ბრაზილიაში. ის ყველას მოსწონს. ის გუნდს კარგად მოერგო და თავად ხედავთ, როგორ თავისუფლად და თავდაჯერებულად მოქმედებს ის მოედანზე. გუნდში გარკვეული იერარქია არსებობს და ნეიმარმა იცის, რომ ამას პატივი უნდა სცეს. მაგრამ მოედანზე ის თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს.
- ფიქრობთ, რომ მოედაბზე დაბრუნების შემდეგ, კარლეს პუიოლი თავის საუკეთესო თამაშს კვლავ აჩვენებს?
- ის დაბრუნებისთვის ბევრს შრომობს და იმედი მაქვს, ძველებული პუიოლი დაგვიბრუნდება. მან მთელს გუნდს სტანდარტები დაუწესა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა და იმედი მაქვს, რომ კარლესის თამაშს კიდევ არაერთი წლის განმავლობაში მივადევნებთ თვალს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев