მღვდელსქიმმონაზონი ანატოლი ოპტელი
ლაოდეკიის კრების 34 კანონი: “არც ერთი ქრისტეანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებელნი იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისათვის, ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს”.
განდგომილება
წმიდა მოციქულთა შემდეგი განწესებების თანახმად, მწვალებლობასთან ერთად ეკლესია-მონასტრებში ეშმაკნი შევლენ და მაშინ ისინი წმიდა სავანეები კი აღარ იქნება, არამედ მხოლოდღა კედლები, რომელთაც საღმრთო მადლი განეშორება: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი (ტაძარი) კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს (ტაძარს)…თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი (ტაძარი), გაიქეცი შინ, რადგან მათ შეაგინეს იგი“. (წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მე-9 და მე-10 განწესება)
Wm.Opteli_1 ერეტიკოსები ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, გაბატონდებიან ეკლესიაზე და ყველგან თავიანთი მსახურების დაყენებას შუდგებიან. უფალი ავაზაკებად ხმობს მათ (იოანე 10,1)
wm.opteli_2_3
ბმული: მართლმადიდებლობის საშინელი გაცემა
კაცთა მოდგმის მტერი მზაკვრული ხერხით იმოქმედებს, რათა, უკეთუ შესძლოს, რჩეულნიც მისდრიკოს მწვალებლობისკენ. იგი პირდაპირ უხეშად კი არ დაიწყებს უარყოფას საღმრთო დოგმატიკის: წმიდა სამების, იესო ქრისტეს ღმრთაების და ღვთისმშობლის ღირსების შესახებ, არამედ შეუმჩნევლად შეუდგება ეკლესიის სწავლების დამახინჯებას, რომელიც სულიწმიდის კარნახით შთაგონებული მამებისგან გადმოგვეცა და ამიტომ, მტრის ამ სულისკვეთებასა და დადგენილებას მხოლოდ მცირედნი თუ შენიშნავენ, ყველაზე მეტად გაწაფულნი სულიერ ცხოვრებაში.
ერეტიკოსები ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, გაბატონდებიან ეკლესიაზე და ყველგან თავიანთი მსახურების დაყენებას შუდგებიან. უფალი ავაზაკებად ხმობს მათ (იოანე 10,1). მართლაც მათი პირველი ქმედება ჭეშმარიტ მწყემსთა დევნა- შევიწროვება იქნება, რომელთაც საპყრობილეებში ჩააგდებენ და გადაასახლებენ…
როგორც კი იხილავ საღმრთო-წესჩვეულების, წმიდა მამებათა გადმოცემის და ღმერთის მიერ დადგინებული წესის დარღვევას, იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩენილან, თუმცა კი, შესაძლოა, მათ დაფარონ თავიანთი უკეთურება, ანდა შეუმჩნევლად სცადონ ღვთაებრივი სარწმუნოების შერყვნა. ეს დევნა – შევიწროვება მხოლოდ მწყემსებს კი არ შეეხება, არამედ ყველა სხვა მონასაც ღვთისა, რამეთუ, ეშმაკი წინამძღვარი ყოველი მწვალებლობისა, ვერ მოითმენს კეთილმსახურებას. აღდგებიან ცილისმწამებელნი, გამცემნი, ყოველგნით მტრობასა და გაბოროტებას რომ დასთესავენ; ამიტომ გვითხრა უფალმა_ ნაყოფთაგან მათთა შეიცნობთ მტერსო.
დიდად შეაჭირვებენ მწვალებლები ბერ-მონაზვნებს, ეს მოძულენი ბერული წმიდა ცხოვრებისა, მხოლოდ გარეგნულად (სამღვდელო შესამოსლით) რომ ემსგავსებიან კეთილმსახურთ, შეეცდებიან, თავიანთ მხარეს მისდრიკონ ბერები, რისთვისაც მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიმდიდრეთ დაჰპირდებიან, ხოლო ურჩობისათვის განდევნით დაემუქრებიან. ამ მუქარათაგან დიდი შეჭირვება ეწევათ მაშინ სულმოკლეთ, ხოლო შენ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, რაკი ამ დრომდე მოგიწევია, რადგან ის მორწმუნეები, რომელთაც სხვა სათნოებებით არ გამოუჩენიათ თავი, გვირგვინთ მიიღებენ, სიტყვისაებრ უფლისა, მხოლოდ იმისთვის, რომ მტკიცედ იდგებიან მართლმადიდებელ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე (მათე 10, 22). მაგრამ ვაი ექნებათ იმ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს, რომლებიც, სიმშვიდის სიყვარულით, მზად იქნებიან დაემორჩილონ ერეტიკოსებს, ისინი თავს მოიტყუებენ და სინდისს დაიმშვიდებენ: „ჩვენ შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ მონასტრებს და უფალიც შეგვინდობს“
wm.opteli_5_6
ბმული: მართლმადიდებლობის საშინელი გაცემა
ეს უბადრუკნი და დაბრმავებულნი სულ არ იფიქრებენ იმას, რომ მწვალებლობასთან ერთად ეკლესია-მონასტრებში ეშმაკნი შევლენ და მაშინ ისინი წმიდა სავანეები კი აღარ იქნებიან, არამედ ( წმიდა მოციქულთა თქმით შეგინებული, შებილწული) მხოლოდღა კედლები, რომელთაც განეშორება საღმრთო მადლი.
Wm.Opteli_7
მაგრამ ღმერთი მტერზე ძლიერია, არასოდეს არ მიატოვებს თავის სამწყსოს და ჭეშმარიტი ქრისტიანები ( რომლებიც შეადგენენ ჭეშმარიტ ეკლესიას) ამა ქვეყნის დასასრულამდე იქნებიან ბევრგან, ოღონდ საცხოვრებლად განმხოლოებულ, უდაბურ ადგილებს აირჩევენ. მაშ, ნუ გეშინის მწუხარებისა, არამედ გეშინოდეს დამღუპველი მწვალებლობისა, რამეთუ იგი საღმრთო მადლისაგან განძარცვავს ადამიანს და ქრისტესაგან განაშორებს. ამიტომაც გვიბრძანა უფალმა წარმართად და მეზვერედ მივიჩნიოთ ყველა ერეტიკოსი. ჰოდა, განმტკიცდი, ძეო ჩემო, მადლსა შინა ქრისტე იესოისა და სიხარულით ისწრაფე, სარწმუნოების აღსარების ღვაწლით დაითმენდე ტანჯვა-წამებათ, ვითარცა მხნე მხედარი იესო ქრისტესი (2 ტიმოთე 1,3), რომელმან წინასწარ გვიბრძანა: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხ. 2,10), _მას პატივი დიდება და ხელმწიფება თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! https://didgori.wordpress.com/2008/10/05/anatoli-opteli-gandgomileba/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев